საათი, დანა, ბანკი..
რა ვიცი, მე ეს მომდის თავში როგორც კი შვეიცარიას ვახსენებ.
ყოველთვის მინდოდა მენახა, სურათებში როგორც გამოიყურებოდა მართლა ეგრე იდეალურად იყო
ყველაფერი თუ გვატყუებდნენ. ჟენევა, ციურიხი, ბერნი, ბაზელი... იდეალურად სუფთა, კოხტა
სახლების და მაღაზიების სურათები ამათი ქუჩებში, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო მთები,
მთები თავისი პატარა სოფლებით, მწვანე გარემო და ალაგ-ალაგ ჩასმული ულამაზესი სახლები,
პაჩწი იმერეთი რაღა J).
მითუმეტეს რომ აქ საჩემო ძალიან ბევრია: კიდევ ერთხელ - მთები :) მერე უამრავი კაშხლები, ხიდები, ლიანდაგი,
საბაგირო, ხრახნი და მატარებელი მიუვალ ადგილებში. მოკლედ ინჟინერიის ბენეფისი ევროპაში
:) წამოსვლამდე ერთი ეს ქვეყანა შევისწავლე
უფრო უკეთ და კიდევ აღმოვაჩინე რამდენიმე ადგილი სადაც ადამიანი აუცილებლად უნდა იყო
ნამყოფი. ბევრს არ ჩამოვთვლი და მოკლედ ჩამოვწერ რა უნდა მენახა,
ეს იყო პირველ რიგში
გელმერბანის ფუნიკულიორი. ეს ძველი ფუნიკულიორი გელმერის წყალსაცავზე ტვირთის ასატანად
იყო გაკეთებული
ზემოთ ჰესი შენდებოდა. აშენების შემდეგ უფუნქციოდ დარჩა და გადააკეთეს
ფუნიკულიორად. ესაა მსოფლიოში ყველაზე ციცაბო ფუნიკულიორი - 106 გრადუსიანი! არა არ
მეშლებაა, 106! დიახ დიახ, ანუ მართობულზე მეტი, ფაქტიურდ ერთ მონაკვეთში ჰაერში ხარ
გადმოკიდებული. ეხლა ეს ხომ უნდა მენახა? მითუმეტეს მერე გელმერის ჰესზე პროფესიული
თვალი ხომ უნდა გადამევლო? ჰესის ტურებიც იყო შიგნით მაგრამ მაგაზე დროს ვერ დავკარგავდი
ნამდვილად :) მეორე იყო რეინბახის ჩანჩქერი.
როგორი გული დამწყდა ბავშვბაში როდესაც ჰოლმსმა მორიარტი გადააგდო და თვითონაც გადაყვა,
სწორედ აქ რეინბახის ჩანჩქერზე. ცოტა გუგლიც
და აღმოვაჩნე რომ ზუსტად ჩვენ გზაზე იქნებოდა თან პატარა ფუნიკულიორიც იყო ამ ხეობაში
გასასეირნებლად. ეს მეორე ჩეკპოინთი. მესამე კიდევ ამ ადილებში რაც იყო, ესაა ევროპაშ
ყველაზე გრძელი საბაგირო, რომელის შემდეგაც მოხვდებოდი უდიდეს დაკიდულ ხიდზე ტბის თავზე.
ვაუ :) ხიდის იდე ძალიან მხიბლავდა, საბაგიროსი არა :)) მაინც საბაგირო, კანატკა და ეგეთ თითო ტროსზე დაკიდებულ
ვეშებთან ცოტა რთული ურთიერთობა მაქვს :)) მაგიტომაც დავდივარ ბაკურიანში გუდაურის
ნაცვლად :)) ნუ მეთქი ჯანდაბას, გრძელია მაღალი ხომ არა ერთხელ გავიჭირვებ. კიდევ რამოდენიმე პონტი იყო, ძირითადად საბაგიროები,
ერთი განსაკუთრებით აღსანიშნავია, საბაგირო რომელიც ადის ანგელოზის მთა ქვია, სადაც
არის პატარა ობსერვატროიის პონტი. აი აქ კიდევ ამოდის ფუნიკულიორიც და ძალიან მინდოდა
ასვლა მაგრამ ეს გამომრჩა და დამავიწყდა
სიმართლე გითხრათ :( არადა ფანტასტიკაა საბაგიროთი
ადიხარ ღრუბლებს ზემოთ და შემდეგ ფაქტიურად მთელ შვეიცარიას გადაყურებ. ნუ მანდ იდეა
მქონდა ფუნიკულიორით ასვლის რათქმაუნდა, უბრალოდ უნდა დავრჩენილიყავით ერთი დღე და
პატარა ტური აგვეღო - მატარებელი-საბაგირო-ფუნიკულიორი და გემით უკან, ლუცერნის ტბაზეა
მგონი ეგ. ნუ მოკლედ ის სამი ჩეკპოინტი მოვინიშნე,
სადღაც ერთად იყო, ვიღაც ტიპსაც მივწერე ადრე მეთქი 1 დღეშ მოვასწრებ და კიო კაცოო,
უბრლოდ რუქა ქონდათ სასწაული, ეხლაც ვერ ვარკვევ მაგ რუქაზე რა სადაა და ადგილზეც ვერაფერს
მივაგენი. კარგი ეს მერე.
დილაუთენია (10-ზე :)) ) დავაწექით შვეიცარიაში. პირველად
საზღვარზე გაგვაჩერა ორმა ნაშამ, სად მიდიხართ რა გინდათო, მეთქი ამ საღამოს რას აკეთებთ კი არა და ჩვენ იტალიაში
მივდივართ, პროსტა გავლით ვართ თქო, კაიო, საიდან ხართო, ნუ ჯორჯია ტბილისი რამე, გადახედეს
ერთმანეთს, უგანდასთან რომ არიო არა მგონი ავღანეთიო მეორემ უთხრა, ელაპარაკე ეხლა
ამათ მეგრული ძროხა რომ ჯობია შვეიცარიულს და იმერული ყველი მანდაურს ჟანეტ J) ხო კაი ვხუმრობ, ესე გვითხრეს ველქამო, თვალი ჩამიკრეს
და მიდი ეხლა აიღე საშვიო. შვეიცარიაში მარტივად
აქვთ ავტობანების გადასახადი, წელიწადი 40 ევრო. და არავითარი სხვა გადასახადი, საფრანგეთის
დიაგონალზე გადაჭრა 50 ევრო დაჟდა მარტო გზა L
. ნუ რა მექნა ეგეც გადავათხლიშე დავითრიე მოვბრუნდი მანქანასთან მივაკარი, მაგრამ
რათ გინდა, ან ვინ გიმოწმებს და ან მთელი შვეიცარია პოლიცია არ დამინახავს. ნუ კაი,
მაინც კეთილსინდისიერი ტურისტები ვართ.
| ა მოჟ ბიტ ნე ნადა ა? |
დავაწექით ბაზელისკენ და სადღაც ერთ 15-იოდე
კილომეტრში საცობია! ვა! საათივით აწყობილი
ქვეყანა! რა ხდება ე? მეჩქარება ბლიად!. დგანან დებილებივით, ნუ ცოტ-ცოტა გავიარეთ,
კიდევ საცობი. ოე საათი!! სვოჩი! ინგრევა მითები ბლიად გაიარეთ!! სადა, ვინა, ცხვრებივით
დგანან. ერთ-ერთ მომენტში მესამე გზა იყო თავისუფალი, აქეთა ორი საცობი, ჰოდა რაღაც
გზის ნიშნების პონტში ამერია და დავაწექი ამ მესამე გზაზე. ბოლოს უკვე რომ იყოფოდა
მივხვდი რომ ეს სხვაგან მიდიოდა და ისევ ამ საცობის ნაკადში ვიღაც ბებიას ჩავუხტი წინ
სანდომიანი და დამნაშევე ღიმილით, მეთქი უკაცრავად მაპატიეთ ამერია ესა ისა. ისევ საცობი.
ცოტა ხნის შემდეგ მეთქი აბა ერთიც იქნება გავიდე, ისევ მესამე გზა გაიჩთა გამოვედი
ნახევარი საცობი ვიარე და გადასახვევთან ისევ ვიღაც ქალს შევუხტი შრეკში რომ კატაა
მაგის თვალებით :)) ვა! მოგიდღანთ საათი და რელსები, შემდეგი სამი გადასასვლელი ცარიელ
რიგში ვიარე და ბოლოს ვბუნდებოდი ხოლმე საცობის რიგში. მოკლედ ქართულ პონტშ გავიჯლიგინე
მთელი 10 კილომეტრი. ბოდიშით! მეჩქარებოდა ვაა, 5-მდე მუშაობს ისედაც ყველაფერი. მერე უკვე ეს გადასვლების პონტი აღარ იყო და სადღაც
გადავუხვიეთ რომ იქნება სხვა გზებით გავსულიყავით. სადღაც ცარიელ ქუჩებში დავდიოდით,
ჯერ წესების დაცვით, მერე პროწივი მოწივი თავზე გადასვლა წრეზე უკუღმა შევლა, ლიჟბი
გიპიესის მარშრუტს დავმთხვეოდი წინ არ ვიყურებოდი, ჯიპიესს მივყვებოდი და მაგის მიხედვით
ვატრიალებდი საჭეს J). გზაზე ძალიან, ძალიან ლამაზი ტბა შეგვხვდა თავისი
უამრავი ტურისტით, ყველა ველოსიპედებზე, შლემებით და აღჭურვილობით, ძალიან ლამაზი ადგილი
იყო. როგორც იქნა ჩავდექით ჯიპიესის გზაზე
სადღაც აღმართზე ავედით, და მერე დაიწყო დაშვება
და რა დაშვება, ერთი 500 მეტრით ჩამოვედით ქვემოთ თუ მეტით არა 2 კილომეტრში. მთელი
გზა სულ მოტოციკლეტები იყო, სულ. მთელი შვეიცარია მოტოციკლეტები იყო. სათითაოდ, ჯგუფებად
და უზარმაზარ ჯგუფებად. 25 წლის მანძილზე არ მინახავს საერთოდ
ამდენეი მოტოციკლი და
ბაიკერი, ალბათ 20 000 ბაიკერი მაინც ვნახეთ.
ჩავაღწიეთ როგორც იქნა დაბლობამდე. ეს არის შვეიცარიის,
რა ვიცი, საპიკნიკე დასასვენებელი არეალი. ყველაფერი არის გათვლილი ოჯახებისთვის და
ვან-ებისთვის. სასტუმროების პაკეტები და საპიკნიკე ადგილები გამზადებული და ბავშვები
ოხრად და რავი რა. როგორ აღვწერო, ეს არის ხეობა ორ ძალიან მაღალ ქარაფებს შორის, საკმაოდ
ვრცელი, და ამ ქარაფეიდან ალაგ-ალაგ ჩანჩქერები გადმოდის. ჰმ, რატომაც არ ვივლიდი რა?
კარგია რაღაც ნაცნობი დასახლებები გაეძრო, მეირინგენი!
ეს სადღაც ახლოა ჩვენ ატრაქციონებთან, ინტერლეიკი, და კიდევ ერთი იყო. ყოველი ჩანჩქერი
რეინბახი მგონია, მაგრამ მერე სურათებს ვადარებ - არა ეგ არა. რაღაც გზას დავადექი, იმ გელმერბანს ვეძებ ძალიან
მიხვეულ მოხვეული გზაა, ბავშვებიანი სასტავი და მოტოციკლეტებია კრუგომ, ჩქარა ვერ ივლი,
ვიარეთ ასე 10კმ და კიდევ რაღაც ნაცნობი ქალაქის სახელი გაიჩთა და რაღაც ქარხანასავითაა,
სავარაუდოდ ჰესია გელმერი აწერია მეთქი ესაა, მაგრამ მთა არ ჩანს სადაც ეს ფუნიკულიორია.
შევედი, დაკეტილია, 3 საათია უკვე. ბუკლეტი გამოვიტანე და ელდა მეცა: ატრაქციონები მუშაობს 2 საათამდეო :(( აუუუუუ კინაღამ
გავგიჯდი, რამდენი ვიარე. მენახა მაინც. ბოლოს მეთქი კაი წავიდეთ ვნახოთ მაინც. ქვემოთ
ჩამოვედი, მოვბრუნდი ანუ და მეირინგენიდან სხვა გზით წავედი. ბოლოს ტრაფარეტიც გაიჩითა
გელმერბანიო და მეთქი იეს. ცოტაც და მივადექით მაგ ჯანდაბას. სირბილით ავიარეთ სადგურამდე
და სადღაც ზემოთაა წასული ვაგონი! ანუ მუშაოოოოოობს!!. J) შევუარდი ბილეთებზე, მეთქი კიდე ხომ წავა და კიო,
2-ჯერ ავაო, ეხლა ადი მერე იქ იარეთ და ნახევარ საათში ბოლო იქნება და წამოდითო, მეთქი
რომ გავმაზოთ? რო გამაზოთოოოო...ფეხით ჩამოხვალთ მაგრამ არ
გამაზოთო ისე თქვა რომ მივხვდი
იქიდან ჩამოსასვლელი და მითუმეტეს ფეხით არ იყო აშკარად :))
როგორც იქნა ჩამოაღწია ვაგონმა - ვაგონი რა ეხლა, ხის
სკამებია 5 რიგი, აბსოლიტურად ღია და ერთი რკინის დამცავს, როგორც კანატკაზეა მაგას
გადმოწევენ და ვსო. ავხედე ზემოთ და აუ აღარ მინდა! ლიკა წავიდეთ რა.....:უსერ:
კინაღამ მომკლა! :)) თან ეხლა ამდენი ვიტანჯეთ აქ მოვედით,
ბოლო ასვლაა როგორ არ ავიდე, და თან აიხედავ ზემოთ საიდან მოდის და აი ვაბშე გინდება
რომ უბრალოდ არ იყო, იქ კი არ იყო, აი ვაბშე რომ არ იყო :)). ნუ დავჯექით. ერთი მოხუცი
ქალია მემანქანე, ჩამოიარა რკინები შეამოწმა და წავედითო.
ეს არის ვკატასტროფა! წარმოუდგენელი ქარაფის პირზე ადიხარ. ადიხარ უსაშველოდ
მაღლა, გარშემო სალი კლდეა, ან ხელის მოსაკიდი ან ფეხზე დასადგომი არაფერი! უბედურად
ჭრიალებს ეს ხის ვაგონი და მიდის რა. ეს დებილი ესა ზის, ფეხებს იქნევს და გადამიღე
გადამიღეო ყვირის. რა გადავიღო, ნუ არ არსებობს ნორმალური ადამიანი რომელიც იქ ავა
და იტყვის სიმაღლის შიში არ მაქვსო. ნუ ეს არაა ნორმალური რა ვქნა რა. ჩემ წინ ქერა
ტიპები ისხდნენ და სადღაც შუა გზაზე ტიპს თავი აშკარად გაუმწვანდა :)). ხელი ისე მწარედ
მაქვს ჩაბღუჯული რკინაზე რომ 2 დღე მტკიოდა მერე :)). ალბათ ჩემი სახე ვიდეოში მთლიანად
გამოხატავს ამ ასვლის მთელ ტრაგიზმს. ერთი დიდი ასასვლელია ყველაზე გრძელი, მთლიანი
გზის 2/3, აი ის სადაც ჰაერში ხარ
დაკიდებული, მერე უკვე შვეულად ზემოთ არ მიდიხარ,
შედარებით ნორმალურია. ზემოთ რომ გადმოვედი ერთი 5 წუთი ვერ ვმოძრაობდი ფეხები მიკანკალებდა
:)).
მერე იქით გავედით, წყალსაცავი იყო კაშხალი მშვენიერი ხედებით დავკარტაჩკდით და
მოვბრუნდით უკან, ამან ხო მომიშალა ნერვები, სად არ აძვრა და სად არ გადაეყუდა, ზღვაზე
რო დედები უყვირიან ხოლმე ბავშვებს ერე ვიყავი: ლიკა ნუ ადიხარ მაანდ! ლიკა ჩამოდი
მაქედან! და ა.შ J)
სანამ ჩავიდოდით
უკვე დეტალურად გამოვიკვლიე ეს ვაგონჩიკი, შევძერი შიგნით გამოშტერდა ქალი რა გინდაო,
მეთქი ეს თუარ ვნახე როგორაა მოწყობილი არ დავჯდები თქო და გაიცინა კაიო :)) მოკლედ
ნორმ აწყობილია რა :))) არ ჩამოვარდება არ გაფრინდება :)) უკან წამოსვლისას ვიღაც ტიპი
ჩამოვიდა თხილამურებით, ლეტ 60 იქნებოდა. აი მალადეც ვფქიქრობ, შუა ივნისია, ყველაზე
ცხელი თვე :))
ჩამოვედით როგორც იქნა, ეხლა წინ ჯაჭვის ხიდია და ლიკამ
იმაზე გავიდეთო, ერთი ორი ნაბიჯი გადავდგი და მეტქი...ისა..მანქანაში ლუდია დავდლევ
და მოვააალლ :)))) მოიკლა თავი არაო, გადავიდა, გადმოვიდა, იკონწიალა, აქანავა ხიდი,
მე რავი გამწარებული ჩავაფრინდი მოაჯირს, და შუამდე მივბობღდი სურათისთვის
:)))). კიდევ კარგი იმ საბაგიროს და იმ უდიდეს
ჯაჭვის ხიდს ვერ მივუსწარით :)))
ჩამოვედით ისევ უკან, მერინგემში თუ ინტერლეიქში. ეხლა
ვეძებ ჩანჩქერს. ნუ მოკლედ ქალაქი ვიპოვე, ეხლა ჩანჩქერი ორივე მხარესაა :)) მივადექით
ერთს მივაპარკინგე, გადავედით, აქაც იყო საბაგირო, არ მუშაობდა უკვე, შევარდით ჩანჩქერის
ქვეშ, რათქმაუნდა იმის იქით რასაც ტრაფარეტი გვაფრთხილებდა აღარ მიხვდეთო,
დავსველდით
ჰაი ჰუი, რაღაცა სურათებით გავსკდით, მოვბრუნდით ისევ საბაგიროზე თან ფუნიკულიორიც
უნდა იყოს სადღაც ასე ეწერა ვაა :)) ბოლოს ვიღაც ტიპი გავჩითეთ, მეთქი რეინბახი, ფუნიკულიორი,
სად მიდის, სად დავჯდეთ? ანუ როგორ იყო იცით, მანქანა გავაჩერეთ პატარა სადგურზე, ჰოდა
გვეგონა აქ უნდა მოსულიყო ის რეინბახის მატარებელი, თან ეს საბაგიროც ზუსტად მანდვე
იყო და ჩანჩქერიც, და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ აქ უნდა დავლოდებულიყავით. მოკლედ ვეკითხები
ტიპს და მიყურებს გამოშტერებული სიფათით, ბოლოს გამოვიდა გარეთ და მოპირდაპირე მთაზე
მიგვითიტა და რეინბახი იქითა არიო :))))) პიზდეც :)) ჩავხტით მანქანაში გავიქეცით იქით
და ზუსტად იმ დროს მივედით ქალმა რომ ჯაჭვი გააბა ფუნიკულიორის სადგურს, ვსო დაიკეტაო
:( (ეგეც უნიკუმია რა, ვსო პატარა ჯაჭვი გააბა და ნიშნავს რომ დაკეტილია, არავის აზრად
არ მოუვა შესვლა :( ეეჰ, გატეხა მაგრად, დავსველდით
რეინბახის ჩანჩერშიც მაგრამ ზემოთ ვეღარ ავედით :(. ეხლა წავედით ტრიფტ ბანისკენ ეს
ის გრძელი საბაგიროა მარამ ნუ იდეაში ისიც დაკეტილი უნდა იყოს (კიდევ კარგი) 5 საათია
უკვე ყველაფერი იხურება ნელ-ნელა, დროა იტალიისკენ გავგაზოთ. ისედაც უკვე ძალიან ბევრი
ვიარეთ ამ რაღაცეების ძებნაში აქეთ იქით ამ აღმართ დაღმართზე.
თან ამ გზებზე გერმანელების გაკეთებული ქვედა დამცავი პლასტმასი ჩამოძვრა მანქანას :( ახრიგინდა და რა ახტრიგინდა, არც ემაგრება, რა უნდა უყო სადღაც შუა
შვეიცარიის აგარაკებზე, სადღაც გადავაყენე ხის მორები იყო, ამ მორებით ასასვლელი გავაკეთე "იამის" პონტში, შევძვერი, 3-დან 2 ვინტი ხელით მოეშშვა, იასნა ის მე-3 არა :)) ძლივს მოვატეხე მაგრამ მაინც არ დავუტოვე მაგათ, ჩამოპვიტანე თბილისამდე ის ზაშიტნიკი :))
ანუ დაახლოებით რომ აღვწერო, ამ მეირინგენიდან, მიდის
2 გზა ბაზელი ლუცერნი- ლუგანო - მილანის ავტობანამდე. ეს ორივე გზა არის მიხველ მოხვეული აღმართი,
ჩვენ ჯერ წავედით ტრიფტ ბანისკენ სულ თავიდან. მერე იქიდან უკან მოვბრუნდით, ჩამოვედით
ისევ მეირინგენში, მერე წავედით გელმერბანისკენ, იქიდან ისევ ჩამოვბრუნდით მეირინგენში,
ვნახეთ რეინბახი და ეხლა უდნა წავიდეთ ისევ ზემოთ. ეხლა აქ რა ხდება. ჩემი ჯიპიესი,
მეუბნება გელმერბანის გზას, ნავიტელი მეუბნება ტრიფტბანის გზას. ორივე მიდის იდეაში
1 წერტილში, სადაც უნდა შევუერთდე ავტობანს, ნუ სწორდება რა გზა ლუცერნისკენ. ჰოდა
ეს გელმერბანის გზა ძალიან მიხველ მოხვეული მომეჩვენა, ანუ რომ დავთვალე 4 მთა უნდა
გადამევლო (ანუ გიპიესზე გზა ნაოჭებივით რომ არის უნდა მიხვდე რომ მთაა გადასავლელი). ჰოდა ნავიტელის ვერსიაზე სადღაც 2 მთა გამოდის რა. გადასასვლელი რომ მაღლა იქნება მაგას ვხვდებით,
მაგრამ ვერ წარმოვიდგენთ რომ....
დავაწექი ტრიფტბანის გზას. აი ძალიან ნელა მიდიხარ რა,
ჯერ ჩათვალე რომ ლისის ტბის გზის პონტია ოღონდ ერთი 20-ჯერ გრძელი და მაღალი, თან ხეები
არაა და ფაქტიურად ყველა მოსახვევში უფსკრულში იხედები. მეორეც, დიდხანს ვუნდებით იმიტომ, რომ ჩქარა (ჯერ
რა ჩქარა შეიძლება იარო) ვერ დავდივართ რომ მანქანის პონტში, აღმართებზე ის მილი ძალიან
უბერავს და არ გამოვარდეს თქო ვფიქრობ და თან ვფრთხილობ ძალიან მოსახვევებში მუხრუჭზე.
მოკლედ მივდივართ სადღაც 1 საათია. ძალიან, ძალიან მაღალზე ვართ. არ ვიცი როგორ გადმოვცე
ეს, აი ის ქარაფები რომლებიც ქვემოდან ჩანდა, იმაზე ავდივართ. ან რამე დაბლობი სადაც
გადასასვლელია, ან გვირაბი არაფერი რა, იმენა ადიხარ მაგ ქარაფზე. მოსხვევებიდან გადასახედია
ახლოს ვერ მიხვალ რა. დაჟე ლიკაც ვერ მიდიოდა ახლოს, თუმცა არ გამაზა გადმოსახედზე
სურათი. თან მიხვეულ მოხვეულ აღმართს ეს ვერ იტანს და ორმაგად ნერვიულობს და მოკლედ
რა. აი ძალინ ძალიან ზემოთ ვართ, ქვემოთ უკვე არ ჩანს არაფერი ჭიანჭველებზე პატარებია
მანქანები. აცივდა ძალიან, საღამოვდება, ხალხი აღარ ჩანს ყველა სავარაუდოდ შეიკეტა
სახლებში.
ბოლო 10 კილომეტრი დასახლება აღარაა, სალი კლდეებია გარშემო და ადიხარ და
ადიხარ. რავი რა, რა შეგრძნება თუ წარმოიდგენს ადმიანი რომ უსასრულოდ ზემოთ მიდიხარ
და მერე სავარაუდოდ ქვემოთ უნდა ჩახვიდე კიდე. უკვე თოვლი დევს გარშემო თითქმის ამ
ქარაფების თავზე ხარ ასული, კენჭი რომ ისროლო ქვემოთ სად ვარდება არ ჩანს. აი უკვე
გვგონია რომ ცოტაც და გადავალთ და....
შლაგბაუმი! გზა გადაკეტილია! საღამოს 8 საათია, ბინდდება! კაციშვილი არაა სადღაც
ქარაფზე ხარ ამოსული და გზაა გადაკეტილი! აი რა დაგემართება?
ნუ ელდამ გაიარა :) რა უნდა ვქნათ? უნდა ჩავდიეთ და
მეორე გზით ვცადოთ. წარმოიდგინე ეხლა ქვემოთ ჩასვლა ჩემი ტორმუზებით, და მერე კიდე
უკან ასვლა მეორე გზაზეც ხო იგივე სიმაღლე იქნება. პიზდეცია. როგორ მომინდა აი მაგ
დროს სახლში ვყოფილიყავი არ მინდოდა არც ევროპა არაფერი არც მანქანა, ჯანდაბა. აი ყველაფერს
მივაყრიდი ოღონდ უცებ სახლშ გავჩენილიყავი :(
კარგი, დავეშვით :( რა ადვილი სათქმელია, რამხელა ნერვიულობაა
მოსახვევებში ჯერ სიჩქარით შენელება მერე ტორმუზი ფრთხილად, მოხვევა მერე ისევ იგივე
შემდეგ მოსახვევში...
ნუ ჩავედით, უკვე ვეღარ აღვიქვავ ამ ყველაფერს სილამაზედ.
დავაწექით მეორე გზაზე, გავცდით ამ გელმერბანს, გავცდით მწვანე გარემოს, დაიწყო კლდეები.
სადღაც, აი თვალუწვდენელად ზემოთ ჩანს კაშხალი, ნუ მეთქი ეგაა რა კაშხალზე იქნება გადასასვლელი
იქით. ამ კაშხლამდე მანძილი არის დაახლოებით 2 იმხელა რაც პირველ გზაზე ავიარეთ. 2-ჯერ
მაღლა! არ ვიცი, ვერ წარმოიდგენთ არ არსებობს ამ სიმაღლეზე მანქანით მოძრაობას რა.
ავედით კაშხლამდე, ზემოთ ავიხედე და დაახლოებით იგივე მანძილზე რაც ქვემოდან ეს კაშხალი
ჩანდა, ზემოთ კიდევ ერთი კაშხალი ჩანს, და იმის ზეოთ კიდევ ერთი. :)))
ზემოთ და ზემოთ. კაციშვილი არაა, უკვე დაბინდდა, ათასში
ერთხელ სახლი შეგვხვდება - დახურულია, დარაბები დაკეტილი, მეორე კაშხლის შემდეგ სახლიც
აღარაა, არავითარი მოძრაობა სულიერი არ ჭაჭანებს. მარტო ჩვენ და ალბათ მგლები :))უკვე
ღრუბლების ზემოთ ვართ გზა არ თავდებაა. მუხლები მიკანკალებს მანქანაშიც იმსიმაღლეზეა,
უკვე მოსახვევში პროწივით დავდივარ იმიტომ რომ კიდესთან ვერ მივდივარ. გარშემო თოვლი
უკვე დევს. ნელ-ნელა თოვლი მატულობს და უკვე გზაზეც დევს, კიდევ კარგი ზიმნები დავტოვე
მანქანაზე. ბოლო 2 კილომეტრი გადასასვლელი, მწვეევალზე უკვე დაახლოებით 3 მეტრიან თოვლის
კედლებს შორის გავდივართ! ივნისია არ დაგავიწყდეთ,
შუა ივნისი! ეს ჩამონადენი თოვლი გზაზე უკვე იყინება და მოსახვევებს განსაკუთრებით
დრამატულ ელფერს აძლევს :)) გარეთ ცივა არანორმალურად, 1 წამით სურათის გადასაღებად
ფაქტიურად იყინები ლოლუებამდე. არაფერი ღია არაა, ასე გგონია ან ეხლა მგლები შეგჭამენ,
ან თოვლის კაცი გაიჩთება სადღაც 3000 მეტრზე ხარ ასული წვერზე გადასასვლელზე.
ვსო ეგაა
ეხლა დაღმართი და ვსო ლიკა აგერ ნახე ეხლა ჩავალთ და მერე სულ სწორი გზაა ლიკა!. ეს
ცუდათაა უკვე :))
ჩავდივართ, რაც უფრო ვუახლოვდებით დაბლობს მით უფრო
ვაკვირდები, კი მაგრამ აქ სწორი გზა სადაა, გარშემო კიდე მთებია, არადა რუქაზე ეგრეა
რა, სწორი ლარივით გზა შემდეგ ავტობანამდე.. ნუ კაი ალბათ ჩავალთ და გამოჩნდება.. ჩავედით,.
აი შანსი არაა სწორი გზის აქ მთებს შორის პატარა სოფელივითაა რა, მივდივართ, რაღაც
სადგურს გავცდით და მობრუნდი მობრუნდი არასწორად მიდიხარო ჯიპიესმა, მეთქი სად წავიდე
კი მარა, გარშემო ისევ მთებია, ვაგრძელებ გზას არაო, უკან მობრუნდიო, უკან სწორი გზა
არ ჩანს ეხლა არ ჩამოვედი ბლიაად? და უცებ გიპიესი ამბობს board on ferry! (ferry-გემი)
აუ მეთქი დაგვერხა, რა გემი, რის გემი, ამ
შუა მთებში უეჭველი რაღაცეებია არეული და პიზდეცია აქ სად მოვხვდით ეხლა რა ვქნათ,
უკან არ წავალთ არ არსებობს იქ მორალურად ვეღარ ავალთ.!. მეთქი ეხლა რომელიმე სახლს
შევუარდები, დავრჩები ამათი საათი და ამათი ბანკები მოვდღან ეს სად ვკვდებით ბლიად
ვინმე მაინც იყოს ადამიანი სადმე.. ერთი კრუგიც დავარტყი რო სადმე რომელიმე სასტუმრო
ხო არაა ღია ან სახლი რო ვკითხოთ ვინმეს რამე და ოპაა! სადგურზე მანქანა დგას :)) ავუარე
გვერდი შლაგბაუმს მივუყენე უკან შვეიცარიული ნომრებითაა მეთქი იეს! ცოცხალი ადამიანი!! გადმოვედი ვაა სადგურია, შევარდი, ვიღაც კაი ტიპი
გაიჩითა კინაღამ ჩავეხუტე მეთქი ჟენ ჟემოგევლე მე! ლუგანოში მივდივარ და მიშველე რამე
თქო, კიო აგერო მატარებელი მოვაო,
-არა მანქანით ვარ რა მატარებელი,
- ხო, ხო მატარბელი მოვა და წახვალო,
- მანქანა?
-მანქანით წახვალ!
- ?!?!?!
აზრზე ხარ, ერთი ცოცხალი ვიპოვე და ეგეც გიჟი! გაგიჟდები
აქ აბა რას იზამ ბლიად ნუ ეს არ მითქვამს, მაგრამ სავარაუდოდ შუბლზე დამეწერა თან რაღაც
ყველასთვის გასაგებ ენაზე :)) ტიპი გამოვიდა სალაროდან, ეხლაო მოვა მატარებელიო, ბორანიაო
ახვალ მანქანით და გადახვალ მეორე სადგურშიო, ეგერ მთის ქვეშ გადის მატარებელიო. განათდა
ყველაფერი, ამას მეუბნებოდა ჯიპიესიც. მეთქი როდის მოვა და გავა,
დაახლოებით 20 წუთშიო, მეთქი იქიდან ლუგანომდე კიდე რამეა გადასასვლელი
თქო ხმის კანკალით ვკითხე, არა პატარა გადასასვლელია მერე აიროლოში ჩახვალ და იქიდან უკვე ლუგანო მილანის ტრასაზეო. ჯანდაბას, ბილეთები გავაიასნე და მივადექი იმ მანქანიან
შვეიცარიელს. მოვიდა ეს სატვირთო, გადმოლაგდნენ მანქანები და ზუსტად 2 წუთშ ყველა ეს
მანქანა სადღაც გაქრა :)) რავი რომ მოვიხედე
აღარ იყვნენ თვალსაწიერზე მაგრამ ამისთვის არ მცხელოდა, ავიდა ეს ტიპი, ავყევი
უკან კიდე რაღაც მარშრუტკა მოგვადგა და კიდე ამოვიდა ერთი 5 მანქანა. მაგარია :)) მანქანით
ვარ მატარებელზე და უნდა გავიდე ალპების ქვეშ :)) თან წინ ხალხია უკან ხალხია :)) რაღაცა
ფერი მომივიდა, ფოტოაპარატი გამახსენდა ლიკამაც ხმა ამოიღო :))
მოკლედ დაიძრა რა ეს მატარებელი, განათებულია საკაიფოდ,
ზუსტად მატარებლის ხელა გვირაბში მიდის, ანუ ეს 1 მატარებელი დადის რა ერთი ბოლოდან
მეორეში როგორც მივხვდი, 1 ლიანდაგიანი გზაა. სულ სამი კაცი ამუშავებს ამ ყველაფერს,
თითო ბოლოებში და ერთი თბომავალზე.
აი ხომ უმარტივესია რა, ერთი ბოლოდან შედის მთის ქვეშ,
მეორე ბოლოში გამოდის, არანაირი სადგური ან მეორე გზა ან გადაკვეთა რა. ჰოდა სულ
20 წუთის გზაა და ბედი არ გინდა კაცო? შუა გზაზე არ გაჩერდა??
გამოვშტერდი!! იკაიფე, სადღაც ღამის 11 საათზე,
რომელიღაც ალპის ქვეშ, მატარებელზე ხარ მანქანით და გვირაბში არ გაჩერდა ეს ჩემისა?
არაფერი იასნა არ იჭერს აი პროსტა აქ ვინმე გიპოვის ან წარმოიდგენს მაინც რომ შეიძლება
აქ იყო ადამიანი? :D
პიზდეცია, ავიწევი გამოვყოფ თავს, წინ შვეიცარიელი მშვიდად
ზის, უკან გავიხედები სარკეში მიკროავტბუსშიც ზიან მშვიდად, ვაა დავმშვიდდები ცოტა.
2 წუთში ისევ ავნერვიულდები, გავიხედები, ვაა ხო ზიან? ხომ არ გადმოდიან? ესე იგი ჩერდება
ხოლმე? რატო არ ნერვიულობენ? ჰა? რას შვებიან?
ფააკ, დაიძრა როგორც იქნა, მომეშვა ცოტა, ჯანდაბა, მე
თუ როდესმე თქვენი საათი ვიყიდო, ან დანა, თქვენი ბანკები და საბაგიროები და თქვენი....
:)))
გადმოვედით, ის მანქანები გაშპა იასნა, მოკლედ მივდივართ,
წინ ეს შვეიცარიელი, მერე მე და უკან ეს ფურგონი, ვიარეთ ცოტა ვცდილობ არ ჩამოვრჩე,
ტი შტოო, ნამდვილი ცოცხალი შვეიცარიელია წინ, გადარჩენილები ვართ :)) რაღაც გზაჯვარედინს მივადექით, მარჯვნივ ლუგანო
აწერია, მარცხნივ ჯანდაბა. ოღონდ ეგ არა! ოღონდ ეგ არ ქნა! რას შვები სად მიდიხარ სად
უხვევ აააააა! :)) მიხვდით ხო? :( ჯანდაბისკენ
გადაუხვია :(
კიდევ კარგი ეს ფურგონი მომდევს უკან. ისევ მთა, ისევ
მაღლა ასასვლელი, ისევ უკიდეგანო სიმაღლის. სიბნელეა უკუნეთი! ოდნავ კონტურებზე ვატყობ
რომ ისევ უსაშველოდ ზემოთ ვართ. მეთქი ამას ეხლა გავატარებ და გავყვები რა უკან, მაინც
მშვიდად ვივლი მოსახვევებში და უფრო სწრაფადაც, სადაც ეს შევა მოსახვევში ეხლა იქ გოლფითაც
უპრობლემოდ გახვალ იგივე სიჩქარეზე. ნუ გავატარეე....გავატარე და....ვეღარც დავეწიე
:)).
გავსკდი, აი
გავსკდი და მანქანა ცალკე გავხეთქე, აი რედლაინზე დამყავდა მოსახვევებს ვჭრიდი, ჰაერის
წინაღობას ვიყენებდი აი რა ვიცი რა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობოთ გავსკდი და ვერ
დავეწიე და რომ ვერ დავეწიე მე გავსკდი მერე სიბრაზით :)) ვსო ცოტა ხანი წინ-წინ ვხედავდი
მაგის შუქებს, მიხაროდა, მერე ეგეც გაქრა. ისევ სადღაც ზემოთ ტრა*ში ვართ, კიდევ კარგი
ლიკა თვლემს თორე გაგიჯდება ოფიციალურად. მერე გაიღვიძა ამანაც, აი ისევ ძალიან მაღლა
ვართ ვატყობთ, ნუ იმხელაზე არა მაგრამ საკმაო ქარაფებია, თან უკუნეთი J), სადღაც შორს კონტურები ჩანს მთების...მივდივართ და
უცებ აი ისეთ ნისლში გავიჩითეთ, ისეთ ნისლში, რომ კაპოტი აღარ ჩანს :)). აი რაღაც რომ
გვაკლდა რა :))) უკუნეთი და ნისლი :( არაფერი არ ჩანს. 10-ით მივდივართ ვცდილპობ შუა
ხაზის წყვეტილს გავყვე, მაგრამ, წყვეტილიდან წყვეტილამდე აღარ ცანს ნისლშიJ) , აი აქ მეორედ მომინდა სახლში :(.
ერთ ნახევარ საათში გავცდით ამ ნისლს და უკვე ნელ-ნელა
ქვემოთ ჩასვლა დაიწყო. ვატყობ უკვე რომ მთებზე კომპლექსები დამეწყო. აი რომ ვხედავ
თუნდაც შორს მაგრად ვითრგუნები წინასწარ შიშები მეწყება. შანსი არაა ეხლა კიდევ მეტს
ვერაფერს ვეღარ გადავივლით აი მორალურად ვართ მკვდრები, და ფიზიკურზე არ ვამბობ, დილის
10-დან მანქანით დავდივართ საღამოს 12-ია უკვე :)) თან გზაც ხომ არის და გზაც? ეს ნერვიულობა
განგრევს რა. აი ამ ფიქრებში ვართ ქვემოთ ნელ-ნელა მოვბობღავთ და სადღაც ქვემოთ შუქები
გამოჩნდა.... ქალაქის და ტბის კონტურები გამოჩნდა....რამდენ
რამეზე გამიგია, ამას რაღაცის დანახვა ისე არ გახარებია როგორც.. მაგრამ ეს არ ვიცი
რას შევადარო :))) ალბათ მიხვდებით :)
არა ეს ლუგანო არაა, მაგრამ აიროლო ლუგანო ეხლა არის
1 ისა J) :) ვაიმეეე
:))) აააა :))) შუქი! გზა! ხალხი! მანქანები! :)))
გადმოვედით ავტობანზე, სადღაც 1 საათია, მილანამდე იდეში
1 -1,5 საათის გზა ოღონდ ერთი პრობლემაა -
თვალებს ვერ ვახელ :)) ოღონდ მართლა :) ეს ნანერვიულები, 13 საათი მანქანაში გზაზე,
მთებში, მთების ქვეშ, ჯანდაბა და მერე ცოტა რომ მომეშვა და დავწყნარდით ეგრევე ძილი
მომეკიდა. აი ვეღარ ვახელ ვსო. გადმოვედი მეთქი სუფთა ჰაერი და რამე, აზრი არ აქვს
ფეხზე ვდგავარ და მაინც ვერ ვახელ
:)) აი ეს გზა ლუგანოდან მილანამდე არ მახსოვს.
მარტო მახსოვს რომ წინ მიდიოდა ძალიან ჩქარა 2 მანქანა და იმათ მივდევდი. ეს მახსოვს
კარგად, წითელი სამკუთხედი ფარები მიდიოდა და უნდა მესდია არ ჩამოვრჩენილიყავი. მთელი გზა აი არაფერი არ მაქვს გონებაში, არაფერი
არ დამმახსოვრებია, 6000კმ მთლიანი გზიდან ეს 100 კილომეტრი არ მახსოვს რა, ფაქტიურად
მეძინა, თვალები ნახევრად დახუჭული მოკლედ 2 წითელი მიდიოდა და მივდევდი რა, თან ძაან ჩქარა მიდიოდნენ უეჭელი იმიტომ რომ ძალიან
მალე ჩავედით მილანში. ან როგორ მივედით სასტუმრომდე,
ერთი მახსენდება უსაშველოდ გრძელი ქუჩა მილიონი შუქნიშნით და რაც მთავარია ქუჩის კუთხეებში
პუტა-პუტები იდგნენ?? აი ძალიან მაგარი ნაშები
:D დაჟე
ლიკას აღფრთოვანდა, აი ძალიანნ მაგარი ნაშები იდნენ თიტქმის ყველა ქუჩის ბოლოს თან
ღამის 2 საათი იყო და მაგ პონტში ხალხი რომ არ იყო 1 ადამიანიც კი ქუჩაში მიტინგად
დ აბირჟად ჩანდა :))) იტოგში მანდ ცოტა გამოვფხიზლდი :))) სასტუმროში
ლოგინზე ჩამოვჯექი და თვალი რომ გავახილე დილა იყო და ეგრე ვიჯექი კიდე J))
ეგ იყო მთელი ჩვენი შვეიცარია :))) არა, მოვკვდით, მართლა
:) და კინაღამ გავრეკეთ ეგეც მართალია :))
მაგრამ რაღაცა ხო კეთდება კაც...ტფუ...რაღაცა ხო ვნახეთ? :)) იმ ფუნიკულიორზე ვიყავით, რეინბახი ქვემოდან ვნახე,
ის ხეობა დავათვალიერეთ, ძალიან მაგარი ბუნება აქვთ რა, მთა და მდინარე ესეთ ნატურალურ
ფერებში ხასხასა მწვანე და ანკარა ლურჯი ძალიან მაგარია, რა თავისი ჩასმული სახლებით, ყველაფერი აწყობილი
ძალიან ლამაზად, ალპები გადავიარეთ 2-ჯერ :)) წყალშიც ვატყაპუნე ხელი და ვიგუნდავე
კიდეც, 3 მეტრიან თოვლის კელდებში ვიარეთ, და ალპების ქვეშ გავედი მანქანით მატარებელზე
:)))
რატომ გამოვიდა ეს ყველაფერი ასე დამღლელად? ნუ პირველი
ის რომ წესიერად ვერ დავგეგმე და გზებში ავირიე. ის ადგილები კარგად ვერ მოვჩხრიკე.
ვნახე გზა უერთდება ჩავთვალე რომ უერთდება, სინამდვილეშ ყველაფერი რთულად იყო. საქმე
ისაა, რომ ლუცერნიდან ლუგანომდე მიმავალი ტრასა გადის გვირაბში J გუგლ მეპში ეს გზა ჩანს, მაგრამ არ დავკვირვებულვარ
რომ იმ მთებზე ეგრე სწორად ვერ წავიდოდა რა J
ხოდა იქ ის პირველი გადასასვლელი დაკეტილი რომ იყო უერთდებოდა ამ ტრასას, მაგრამ ის
მეორე უკვე აღარა და ან ზემოთამდე უნდა ავსულიყავი ან აიროლომდე, რაც ვქენი ბოლოს.
ეხლა ეს დამშვიდებულზე რა ადვილია, ვაბშე ლუცერნში უდნა ავსულიყავი ისევე მენახა ეგ
ქალაქიც (როგორ მინდოდა ამ ქალაქში გამევლო :) ტბის ნაპირზე, სიყვარულსი ხიდზე..განათებულზე:))
და პირდაპირ ტრასით დავაწვებოდი. მოკლედ აი ეგ იცის უინტერნეტობამ რა J მერე საცობები
დილიდან, გზის აბნევა ავიჭრით ავნერვიულდით, მერე ეს ჩვენი ტოჩკები ვეძებეთ დიდხანს,
ვერ ვიპოვეთ - ვიპოვეთ, ბევრი კგუგი ვურტყით ამ მთებს და დავიღალეთ რა, მაგრამ მთავარი
ისაა რომ პირველი იყო რა :) ეგ არის ძნელი და რთული, თორემ აწი რომ წავალ ამათსაც ეგრევე
მივაგნებ (3-ჯერ ავიარ ჩავიარე ყველაფერთან ბლია)) და ძალიან მარტივადვე ამოვალ უკან
იმ ხეობიდან და სხვა ქალაქებსაც ვნახავ გზაზე :))) მოკლედ ექსპერიენსი ექსპერიენსი
და კიდევ ერთხელ ექსპა :)) მაგარია, თვითშეფასების ამაღლებაა ძალიან დიდი, შეგიძლია
რა, არ დაიკარგები გააკეთებ და ვსო :)) ერთი სული მაქვს კიდევ წავიდე :)) კიდევ რამდენი რამე უნდა ვნახო იმენა მანდ, შვეიცარიაში,
ძალიან მაგრად მინდა და აუცილებლად უნდა მოვიარო რაც გამოვტოვე და შემდეგისთვის შევინახე
:P
პ.ს. ამ საშვს 13 აწერია და 2113-ამდე ხო არ გაფუჭდება? :S



No comments:
Post a Comment