Monday, November 18, 2013

საფრანგეთი

  ესე იგი, საღამოს 9 საათი იყო გერმანიიდან რომ გამოვედით, დაახლოებით 3 საათის გზა იყო პარიზამდე გიორგიმ როგორც გამოგვითვალა და დაგვარიგა რუსო ტურისტო ობლიგო მორალეო :)) მაგრამ აი ტრაფარეტი რომ გავიარეთ უკვე საფრანგეთიაო აი მანდ ვიფიქრე პირველად სად ჯანდაბაში მივდივარ, რა ჯანდაბა მინდა და რა ჯანდაბით მივდივარ მეთქი :))  ჩვენი მანქანა ატრაკებდა: პირველი რაც ჭირდა იყო ტურბინა
ამისთვის ეხლა გვერდი როგორ უნდა ამევლო?
უბერავდა სადღაც შიგნით ალბათ მილი იყო გახეული ან ცუდათ დაჭერილი, ცოტა მაღალ გაზზე ტვინს ბურღავდა, თითქოს ვერ ეწეოდა რა ბოლომდე, ნუ შეგრძნება იყო ეგეთი, რეალურად არაფერი ისეთი მაგრამ ძალიან უსიამოვნო პონტი იყო. მეორე პრობლემა აღმოვაჩნე როდესაც სადღაც ტრასაზე უცებ შეჩერდნენ და რეზკი მუხრუჭი დამჭირდა -  ისეთი წაიღო მარცხენა მხარეს ფაქტიურად პროწივზე გავიჩითეთ :)). მესამე კიდევ კლიმატი არ უბერავდა :მად: ირთვებოდა მაგრამ არ უბერავდა და უკანა ბალკის ხმა იყო კატასტროფული (ესეც მეოთხე), მაგრამ ჩემ მანქანაზე მთელი 3 წელი მაგ ხმას ვუსმენდი და ვუსმენ, ასე რომ ეგ რაღაც მშობლიურივით გვესმოდა მე და ლიკას, თუმცა სხვა ნორმალურ ადმაიანს ჭკუიდან გადააყენებდა :)).  ეს ეხლა მარტივი წვრილმანი პრობლემები და არანაირი საპრობლემო არ იყო ეხლანდელი გადმოსახედიდან, მაგრამ იქ როცა გზაში ხარ და გეჩქარება ცოტა არ იყოს და მაგრად მოქმედებდა ნერვებზე.
არადა... :)))))
  3 საათიანი გზა სადღაც 4-მდე გაიწელა, მაგრად დავიღალეთ უკვე რომ დიიდი განათებული ქალაქი გამოჩნდა პირდაპირ :)  სასტუმრო ქალაქის განაპირას ავირჩიე და ეს იყო პირველი დიდი შეცდომა სასტუმროების არჩევისას მიუხედავად ამხელა გამოცდილებისა. საქმე იმაშია, რომ ვარსკვლავებს დავხამდი და წესიერად არ გადავათვალიერე ოთახის „აღჭურვილობას“ ასე ვთქვათ, უფრო ზუსტად იმას, რომ ოთახებს იღებენ პანორამულად თუ სფერულად რომ მთელი ოთახი გამოჩნდეს, მაგრამ ამ დროს გეკარგება სივრცის აღქმა რა. მაგრამ არაუშავს, როგორც ნაჩნოი დაზორშია, ს ტეხ პორ ტამერლან ბოლშე ნე დაპუსკალ აშიბოკ-ო :)) ამაზე მერე.
:)) პატარძალს უღებს სურათს სიძე მობილურით..
თქვენ კიდე ფოტოგრაფიო და კამერაო და მონტაჟიო :))
როგორც იქნა რამოდენიმე კრუგის ზოგი წაღმა ზოგი უკუღმა დატყმის შემდეგ მივადექით სასტუმროს რომელიც იდეაში ჩვენი უნდა ყოფილიყო. საკაიფოა რაღაც მაღალი შენობა რომელსაც უკან ეზო უდნა ქონდეს წესით დაკეტილდაცული. მაგრამ ზუსტად რომ დაკეტილი :  ვეჯაჯგურე კარებს დაკეტილია! ვაბრახუნე ვაკაკუნე კაცი-შვილი არ ჩანს. ვა! ღამის 2-ია თითქმის. იქით გავედი დიდი ალაყაფია ისიც ჩაკეტილია კოდით. დავაძრე ტელეფონი და რათქმაუნდა, რათქმაუნდა როგორც მთელი მგზავრობის მანძილზე - როცა ძალიან მჭირდებოდა -  არ დაირეკა :)) არადა შიგნით ანთია შუქი მაგრამ დესკთან არავინ არაა ვაბრახუნე ისევე ვჯაჯგურე მეთქი ბარათით ან რამით ხო არ იღება, რავი მეზობლები ბავშვი პიანინო, ყველაფერი ვცადე იტოგში არა რა. ისევ მოვბრუნდი ისევ გამწარებული მანქანაში  მანქანაში იქნება დავრეკო როგორმე ან ინეტი დავჭირო სადმე და სხვა დავბრონო ახლომახლო. ამ დროს ვიღაცა ორი მონაზონი მოდის, ჩვენ მანქანიანად კარების წინ ვართ ზუსტად, მიდიან კარებთან და მეთქი აი ეხლა ესენი დარეკავენ და რამე და უნდა გადმოვიდე მანქანიდან რომ ტიპშებმა კარები შეაღეს! და შევიდნენ :))))))   ფუიიი!
American Beauty...hm...doubt
    გამწარებული შევაჭერი მეც მივყარე ესენი გვერდზე, იქ ვიღაც სერვის დესკი გამოვიდა ზარზე იმას ვაგინე ქართულად, მეთქი დროზე ნომრები ბიჭო თქო იმენა, ამდენი ხანი ვაბრაგუნებ იქნება გამაქ მთელი სასტუმრო არ უნდა მოიხედოთ თქვენი ბაყაყიჭამია დედაც თქო (ეს ფროგითერი რაღაც ვერ გაიგო :))) ) და მანქანა სად დავაყენო კოდი მინდა ბლიად მეთქი :))  მანქანა სადღაც ჩავაყენეთ მილიმეტრებში და ავედით ნომერში.  ვოვ!  :))))))   აი ძალიან მოკლედ რომ გადმოვცე, ნომერში შესაძლებელი იყო მარტო სამი ტიპის განლაგება:  მე და ჩემოდანი ლოგინზე ლიკა სააბაზანოში, ლიკა და ჩემოდანი ლოგინზე და მე სააბაზანოში, და მე და ლიკა ლოგინზე და ჩემოდანი სააბაზანოში :)))).  ფაკ. მაგარი ვიჩხუბეთ იმ ღამეს კინაღამ გამოვუშვი სახლში, რა ვიცოდი ვაა :)) ეგ არაფერი, ჩვენს ზემოთ ვიღაცეები დღნაურობდნენ??? რავი რა, ჯერ ხომ მთელი ბათქაში დაგვაყარეს თავზე, ბოლოს ეტყობა ისეთი შევიდნენ ეშხში რომ რავი, მთელი ეს 10 სართულიანი სასტუმრო ზანზარებდა მგონი, აი ეხლაც ის მახსენდება Scary Movie ფილმის პაროდია რომ არის და სექსი რომ აქვს იმ გოგოთან აი ცვეტში ეგ იყო რა :))))) ბოლოს მთელი სასტუმრო ტაშს უკრავდა რაღაც ხალხი გამოიშალა იმენა ბის და რეპეტე და დაგვენახეთ სასტავეე და აპლოდისმენტები და შამპანურების გაგზავნა ნომერში და რავი რა :)))) 
ეიფელი...უკან..არა სხვა უკან :))))
რაღაც ის გეგმაც რომ აქედან მეტროთი გვევლო ცენტრში უკვე აღარ მხიბლავდა და ეგრევე დავჯავშნეთ სხვა სასტუმრო მეორე დღისთვის. რავი, საგზაო მოტელი (აი ამ სიტყვის მთლიან არსს მხოლოდ ქართული ენა გადმოცემს ) ძალიან ცუდი პონტია დასარჩენად რა. მაგრამ ჩემი წარმოდგენაც იმაზე, რომ მთელი საფრანგეტი ან ზანგი ან მუსლიმანი იქნებოდა და აქა-იქ ვნახავდი თეთრკანიანს არ გამართლდა. ჩვეულებრივად იყო რა, თუნდაც ამ სასტუმროში სხვა ეროვნების თეთრები უფრო მეტი იყო ვიდრე აფრიკელები და არაბები. მოკლედ დილას ავიბარგეთ და პირდაპირ გავაჭერით საცობებში.
იეაპ :)
   მეორე სასტუმრომდე მიგნება ტერიტორიულად არ გაგვჭირვებია, უბრალოდ აი ახლოს რომ მიხვალ მერე შენობამდე მისვლაა ძნელი. რაღაც სტრანიი ქუჩები აქვთ, თითოეულ სახლს თავისი პატარა გზა აქვს გარშემო და იმის იქით არის უკვე თვითონ მთავარი ქუჩა. ანუ ნებისმიერ მოსახვევში ან გზაჯვარედინზე არის 3 ან მეტი შესასვლელი, პატარა გზის რომელიც სახლს კრუგავს, მთავარი ქუჩა და იქითა სახლის გზა. მოკლედ დურდომი. წარმოიდგინეთ ეხლა რამდენ სახლს დავატყით კრუგი სანამ გზას გავაგრძელებდით :))  თან ღადაობა ისაა, რომ ხედავ პირდაპირ სადაც უნდა მიხვიდე და ფიზიკურად იმ გზაზე ვერ ხვდები მანქანიანად J. როგორც იყო მივაღწიეთ სასტუმრომდე და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა  მოტეხილში იყო გასაჩერებელი ადგილი მაინც ვერ ვიპოვე L. ცოტა ხანი მივავარიულე გადმოვიტანეთ ყველაფერი, საკაიფო პონტი იყო მე-5 სართულზე, ძველებური ლიფტით ადიოდი, აი ადრე ჩვენთანაც რომ იყო კარებს რომ ხელით აღებდი, მოკლედ მოძრავი კარადა, საკაიფო ნომერი ნორმ ხედებით მოკლედ გვევასა რა, მე წავედი მანქანის დასაყენებლად.  სადღაც რომელიღაც საცხოვრებელ სახლთან მივაპარკინგე მაგრამ გადახდის აპარატს ვერაფერი გავუგე. მეთქი მივალ სასტუმროში გავარკვევ. აღმოვაჩნე, რომ ტელეფონი, მეორე ტელეფონი, ჯიპიესი, ლეპტოპი, ყველაფერი ნომერშია ატანილი და მე სასტუმროს ვეღარ ვაგნებ ფეხით :)) თან იმას ვფიქრობ მანქანას რომ ძალიან დავშორდე მერე ვერცერცერთს რომ ვეღარ მივაგნო :)))  აი ამ დროს უნდა ის ცნობილი ზღაპრების ფრაზა:  ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე მივაგენი მოკლედ :)) 
მეტღოო პაღიზიან :))
 დაველაპარაკე ამ რეცეფციის გოგოს (პ.ს. კარგი ფრანცუჟენკა იყო ისე :) )  მეთქი პარკინგი როგორ და რა თქო და აქ არის საცხოვრებელი ზონაო, ჰოდა 2 საათიანი პარკინგი შეგიძლია აიღო მარტო და ყოველ ორ საათში უნდა განაახლოო. ე!. ეგ როგორ?! ვერა თქო, შორს არის მანქანა და ჯანდაბას რამდენეჯრაც გავივლი დავდებ მეთქი მაგრამ 2 საათში ვერ ვირბენ, რა ღირს და 1 საშვი ღირს 17 ევროო! და ყველაზე ღადაობა ჯარიმა არის 15 ევრო :))) მეთქი აბა პაკააა :)))  ხო არ წაიყვანენ ? არაო, ერთზე მეტ ჯარიმას ხო არ დაწერენ ეგეც არაო :)) ნუ ფაქტიურად გამოსავალი თავისით გამოჩნდა :)) პ.ს. არ დაუწერიათ ის ერთიც :)

პაღი!

სენა და ტყაპუნი :))
დიახ დიახ პაღი და არა პარიზი :) ძალიან, ძალიან მაგარი ქალაქი,  სადაც რატომღაც ეგრევე თავი შინაურულად, სახლში ვიგრძენი. არ ვიცი რატომ ან ატმოსფეროა ისეთი რომ ყველგან ძალიან ბევრი ხალხი დადის, ყველგან რაღაც სანახავია. ერთადერთი ქალაქია სადაც ჯიპიესით არ დავდიოდი, მარტო ტურისტული რუქა რომ მომცეს იმაში ვიხედებოდი აბა სად წავიდეთ თქო. მთელი ორი დღე დავდიოდით უსაშველოდ და მაინც ვერ ვნახეთ ბოლომდე.  ძალიან საკაიფო მეტრო აქვთ, ჩვენ მეტროს გაჩერებებს შორის იმათი მეტრო გაჩერდება 3-ჯერ :)))  ჯერ ყველაზე ღადაობა რომ 6 ნომერი (მწვანე) მეტრო რომელიც ჩვენსკენ დადიოდა იყო საბურავებზე :))))) თან დადის უცნაურად, ეგრევე აიღებს რეზკად და რომ გგონია რომ ჯერ აკრეფილიც არაა სიჩქარე უკვე ჩერდება :)) საკაიფოდ დავამუღამე მთლიანი მაგათი მეტროპოლიტენი, ფაქტიურად პურზეც მეტროთი დავდიოდი :))) რავი კარგია რა, შენთვის დატასაობ ყველაფერს ათვალიერებ უამრავი ხალხიც შენ პონტში, ტურისტები, ხან შენ იღებ ხან ისინი გიღებენ სტანდარტულ ხელზე დატეულ ეიფელს და ტრიუმფალურის ზემოთ „დგომას“.  სიმპათიური არქტიტექტურა, მოვაიარეთ ყველა აღსანიშნავი პუნქტი, დაჟე ნორდ და ისტ სადგურებიც გავჩხრიკე, უძველესი, ძალიან მაგარი მაგრამ მაინც სადგურისთვის დამახასიათებელი საბომჟეთი :))
ვთფ იზ ზის?
სად წავიდოდით ეხლა ეს ხამი ხალხი პირველად?  რათქმაუნდა მანდ :))  მეტრო სადგრ ეიფელზე ჩამოიშალა მთელი მეტრო, ლიკაც გარბოდა ძლივს დავაკავე სკამზე,  შემდეგი გაჩერება კიდევ უფრო ახლოს იყო პროსტა სხვა სახელი ქონდა :))  მივედით, ავხედეთ, თვალზე ხელიც მოვიჩრდილეთ. ერთი წამით არ გვიფიქრია ზემოთ ამსვლელთა რიგში ჩადგომაზე.  კილომეტრიანი რიგი იყო რომლის 90% აზიელები იყვნენ ჩინელ-იაპონელები. შემდეგ დავიწყეთ სიარული უზომოდ - უკან მინდვრებში, მერე წინიდან სურათები, მერე სენაში ვატყაპუნე ხელი (მაი ფეივორით) მერე გადავაჭერით ნაპოლეონის სასახლეში, ლიკამ სტატუეტთან გადაიღო სურათი, იპოვეს ერთმანეთი (ტოლკო ინნიე პაიმუტ :)) ).  ოღონდ მუზეუმში მართლა მინოდა შესვლა პროსტა რაღაც ვერ დავამუღამეთ, მემგონი ძალიან ძვირი მოთხარეს თუ ჩვენ მივედით ნიტოდ. მერე მივალურვრე და რათქმაუნდა არ გავმაზე იმ შადრევანში ხელის ტყაპუნის პონტი :)). იქიდან უკან წავედით და სადღაც ვიკიშკავეთ კაციშვილმა ინგლისური არ იცის :( ხელებით და ფეხებით უფრო მარტივად გააგებინებ ვიდრე ინგლისურად.  რაღაც რესტორნების ქუჩა გაიჩთა ზუსტად 10 კრუგი დავატყით და ყველგან შევედით. რა უცნაური პონტი აქვთ ზოგადად ევრპაში და მანდ განსაკუთრებით. ძალიან იაფი ღირს საჭმელი და ძალიან ძვირი სასმელი.  ფაქტიურად რასაც უკვეთავ საჭმელს, დაახლოებით იგივეს იხდი 2 კოკა-კოლაში და ეხლა ჩემი ლუდის თემაზე აღარ ვამბობ. რაღაც არ გვევასა ეგ პონტი, მერე ჩვენსკენ მივბრუნდით და სადღაც ადამიანური ფასტფუდი იყო თავისი ვაიფიაით და მანდ დავისვენეთ, მერე ზაადნო  ნახევარი სუპერმარკეტი გამოვზიდეთ, ავედით ნომერში და გავსკდით :)) როგორ მევასება ბუტერბროტები სხვადასხვა ყველით და ძეხვებით და თავისი ინიგრიდიენტებით მაგრამ უკვე თურქეთში ისე ვიყავი დანახვაზე მიქრებოდა შიმშილის გრძნობა, კუჭი მეუბნებოდა ოღონდ კიდევ ეგ არაო  :))
მოდილიანი ბიჭია ეეს?
მე ნოტერდამი მომეწონა.... ვაა ეგრე აღვიქვავ და ვსო
  ნოტერდამისკენ გავაჭერით შემდეგ, როგორც მახსოვს ახლოს არ მივედით და ჯერ შორიდან გავატასევთ პატარა ქუჩებში, მერე უკვე თვითონ კათედრალის ეზოში.  იდეაში ეხლა ისეთი არაფერი რა, ნაშობა როგორც ასეთი არ დადიოდა, ან მე ვერ შევამჩნიე (ნუ ეგ თემა გამორიცხულია და ისევ არ დადიოდაას მივაწვეთ :D ). ძირითადად აქა-იქ თუ „ხორცი“ :D ჩანდა უმეტესად ამერიკელი თინეიჯერები თავის შორტებ-ტოპებით J დანარჩენისთვის ალბათ ძალიან რომანწიკული გარემო იყო. მერე ისევ ეიფელზე მოვბრუნდით განათებულზე.. კსტაწი,  მანდ ვიღაც ტიპი გაიჩთა, ვარდებს ყიდდა, გადამეკიდა უყიდეო, მეთქი თავი დამანებე, ეგეთი ზახოდები ვაბშე ჩვენი მოგონილია არ გვინდა ვსო. მოკლედ გავაგრძელეთ გზა დაგვეწია კაი ეს ჩემგან, არ გინდათ ყიდვაო, და ერთი ცალი მოტეხა და ლიკას აჩუქა, და გატრიალდა და მეთქი კაი ხო მოდი 2 ევროს ვაძლევ და ეს ცოტაა 4 უნდაო,  სულ სან ოფ ზე პუტა და მერდა ვეძახეთ 2 ხმაში :)) სადღაც ქუჩაზე მოდის "მამების" მაღაზიები გაეძრო, სამწუხაროდ გვიანი იყო, თორემ ვნახავდი ერთ-ორს ყველა ბრენდი იყო აბსოლიტურად რაღაც ფეშენ დისტრინქტ-ის პონტი იყო,  ამ დროს ურეკავს ჩემი და ლიკას, საქორწილოდ რამე კაბა ხომ არ მინახეო, და ეს აქედან პასუხობს, ეხლა დავიარეთ პარიზი და არაფერი არ იყო და ხვალ მილანში გადავლ და იქ ვნახავ რამესო :D ელაპარაკე ეხლა ამათ :)) მერე „ელისეევკაზე“ დავტასაობდით მთელი საღამო, პეჟოს ცენტრშიც ჩავყავი ცხვირი და მშვენიერი 206-ს ჰიბრიდი ავიტვისე, ისე მეტ პეჟოს ველოდი :( ქალაქში დაახლოებით ოპელის ვარიანტში იყო ჩვენთან, რაოდენობის მხრივ, დიდი უმრავლესობა არ ქონდა, თავისთავად რენოც უწევდა კონკურენციას. 


არადა ნახევარი არც გაუგიათ :(
 შუაღამეს ავედით სასტუმროში. ლიკას ნეკა თითი ქონდა ცერა თითზე დიდი და ქუსლი კოჭამდე გახეხილი :(  რა ვუშველოთ რაღაც დიდი ვალდირი ქონდა მეთქი უნდა გავჭრათ და ხვალისთვის უკეთ გექნება, ჩამოვედი, მოვიკითხე აფთიაქი სადაა თქო და გავაჭერი. 1 უბედური აფთიაქი მუშაობდა მგონი 24 საათიანი, მთელი საფრანგეთი მანდ იყო. ერთი ხუთი წუთი ველოდე მერე მივხვდი რომ 2-3 საათის ბაზარი იყო გამოვედი და პოლიტრა არაყი დავითრიე დეზინფექციითვის :)) სხვათაშორის უშველა, ის არაყი დაჟე ჩამოგვყვა თბილისში თუ თურქეთში გადავასხით მოკლედ ეგდო მთელი გზა.
მონმარტი...ჩემი ხედვით :)))
მეორე დღეს დილიდან მონმარტზე ავედით, ფუნიკულიორით, იქაც ბევრი ხალხი იყო, მერე ბაღში ვიბოდიალეთ ბევრი.  ვერსალი და დისნეი დავიტოვეთ შემდეგისითვის :))  ვეღარ ვასწრებდით და ეხლა მანდ საათზე ყურებით ვერ შეხვალ რა. მივასურათეთ ცოტა და საღამოს 5-სკენ დავაწექით სამხრეთ საფრანგეთისკენ.
იდეაში გზა 4-5 საათი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩქარა ვერ დავდიოდით და თან ვცდილობდით ეკომონიურად გვევლო, ნუ ნახევარ-ნახევარი გამოგვივიდა ეგ ყველაფერი. ძალიან ცუდი გზებია, ძალიან, ვსმისლე ავტობანი საკაიფოა, მაგრამ გარშემო არ ჩასნ არაფერი. მთელი ჩემი წარმოდგენითი სამყარო რომ პატარა ფრანგულს სოფლებს ვნახავდი და წისქვილებს აი კაზაკებში რომ იყო ბავშვობაში, ულვაშებიან ღიპიან ასტერიკსებს და ობელიქსებს დაიმსხვრა :( 6 საათი სწორ გზაზე მოვდიოდით მონოტონურად ერთი და იგივე კალონკები და ფასტფუდები. ერთი ვენახიც არ მინახავს, არადა წესით უნდა ყოფილიყო დიონის მიდამოებში L . იდეაში ჩვეულებრივ გზაზე ალბათ უფრო მეტს ვნახავდით მაგრამ დროში ვიჭედებოდით უკვე, შიდა გზები გადატვირთულია და ხშირად გიწევს გაჩერება. ისე როგორც მახსოვს პარიზამდე 15 და პარიზიდან მულჰეიმამდე 25 ევრო
ესეც ერთ-ერთი მეტროსადგური


გადავათხლიშე :(.   სადღაც 10-11 საათზე რომელიღაც კალოკაზე გავავსე, და მივადექით ერთ წყნარ ქალაქ მულჰეიმს თუ სწორად იკითხება. კსტაწი მერე აღმოვაჩინე რომ ეს მულჰეიმ-მულჰაუს- ბაზელი რაღაც საერთო ქალაქების პონტია რა, მემგონი ერთ აეროპორტს იყოფენ, ყოველ შემთხვევაში იქიდან შვეიცარიამდე გზაზე ყველა თვითმფრინავი ფაქტიურად თავზე დაგვაჯდა J).

ბაბულიკები მულჰეიემში :)
მულჰეიმში რაღაც ფერარის სასტუმროში უნდა მივსულიყავით სადაც გვიანი მისვლა მოსული პონტი იყო  ბუქინგის მიხედვით. როცა ადგილზე მივედით, აღმოჩნდა რომ ყველაფერი ავტომატიზირებულია და სულიერი, ადამიანი პერსონალიდან არავინ არაა. რაღაც ბანკომატივიტ როჟა დგას, შეავსებ ინფოს კარტით გადაიხდი და ჩამოგიგდებს გასაღებს. მაგით აღებ როგორც სასტუმროს ასევე ნომერს და ეგაა რა. საკმაოდ სიმპატიური ტიპი იყო, ფერარის აქსესუარებით და ფერებში გაწყობილი, ერთი ფ1-იც ეყენათ მისაღებში. მოკლედ დიდი შვეიცარული დღის წინ კარგი დასასვენებელი პონტი იყო. რატომ დავრჩით იქ და არა სადმე შვეიცარიაში? ველლ, საქმე ისაა რომ სასტუმროს ფასი, როგორც კი შვეიცარიის საზღვარს ფეხს გადაყოფ მინიმუმ ორმაგდება :( თან ცოტა ქალაქთან ახლოს (მაგ. ბაზელი ან ციურიხი ან ბერნი თუნდაც) საერთოდ სამმაგდება ან ოთხმაგდება. ასე რომ მარტივად ვიპოვეთ სასტუმრო საფრაგეთში 10 წუთის სავალზე საზღვრიდან და რაგაც 35 თუ 40 ევრო გადავიხადეთ და მეორე სასტუმრო ავიღეთ მილანში ეგეც შვეიცარიის საზღვრიდან ნახევარი საათის ბაზარი. იდეაში მეორე დღე მთლიანად შვეიცარიაში უდნა გავეტარებინა.

No comments:

Post a Comment