Monday, December 9, 2013

შვეიცარია

საათი, დანა, ბანკი..

რა ვიცი, მე ეს მომდის თავში როგორც კი შვეიცარიას ვახსენებ. ყოველთვის მინდოდა მენახა, სურათებში როგორც გამოიყურებოდა მართლა ეგრე იდეალურად იყო ყველაფერი თუ გვატყუებდნენ. ჟენევა, ციურიხი, ბერნი, ბაზელი... იდეალურად სუფთა, კოხტა სახლების და მაღაზიების სურათები ამათი ქუჩებში, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო მთები, მთები თავისი პატარა სოფლებით, მწვანე გარემო და ალაგ-ალაგ ჩასმული ულამაზესი სახლები, პაჩწი იმერეთი რაღა J). მითუმეტეს რომ აქ საჩემო ძალიან ბევრია: კიდევ ერთხელ -  მთები :) მერე უამრავი კაშხლები, ხიდები, ლიანდაგი, საბაგირო, ხრახნი და მატარებელი მიუვალ ადგილებში. მოკლედ ინჟინერიის ბენეფისი ევროპაში :)  წამოსვლამდე ერთი ეს ქვეყანა შევისწავლე უფრო უკეთ და კიდევ აღმოვაჩინე რამდენიმე ადგილი სადაც ადამიანი აუცილებლად უნდა იყო ნამყოფი. ბევრს არ ჩამოვთვლი და მოკლედ ჩამოვწერ რა უნდა მენახა, 

              ეს იყო პირველ რიგში გელმერბანის ფუნიკულიორი. ეს ძველი ფუნიკულიორი გელმერის წყალსაცავზე ტვირთის ასატანად იყო გაკეთებული ზემოთ ჰესი შენდებოდა. აშენების შემდეგ უფუნქციოდ დარჩა და გადააკეთეს ფუნიკულიორად. ესაა მსოფლიოში ყველაზე ციცაბო ფუნიკულიორი - 106 გრადუსიანი! არა არ მეშლებაა, 106! დიახ დიახ, ანუ მართობულზე მეტი, ფაქტიურდ ერთ მონაკვეთში ჰაერში ხარ გადმოკიდებული. ეხლა ეს ხომ უნდა მენახა? მითუმეტეს მერე გელმერის ჰესზე პროფესიული თვალი ხომ უნდა გადამევლო? ჰესის ტურებიც იყო შიგნით მაგრამ მაგაზე დროს ვერ დავკარგავდი ნამდვილად :)  მეორე იყო რეინბახის ჩანჩქერი. როგორი გული დამწყდა ბავშვბაში როდესაც ჰოლმსმა მორიარტი გადააგდო და თვითონაც გადაყვა, სწორედ აქ რეინბახის ჩანჩქერზე.  ცოტა გუგლიც და აღმოვაჩნე რომ ზუსტად ჩვენ გზაზე იქნებოდა თან პატარა ფუნიკულიორიც იყო ამ ხეობაში გასასეირნებლად. ეს მეორე ჩეკპოინთი. მესამე კიდევ ამ ადილებში რაც იყო, ესაა ევროპაშ ყველაზე გრძელი საბაგირო, რომელის შემდეგაც მოხვდებოდი უდიდეს დაკიდულ ხიდზე ტბის თავზე. ვაუ :) ხიდის იდე ძალიან მხიბლავდა, საბაგიროსი არა :))  მაინც საბაგირო, კანატკა და ეგეთ თითო ტროსზე დაკიდებულ ვეშებთან ცოტა რთული ურთიერთობა მაქვს :)) მაგიტომაც დავდივარ ბაკურიანში გუდაურის ნაცვლად :)) ნუ მეთქი ჯანდაბას, გრძელია მაღალი ხომ არა ერთხელ გავიჭირვებ.  კიდევ რამოდენიმე პონტი იყო, ძირითადად საბაგიროები, ერთი განსაკუთრებით აღსანიშნავია, საბაგირო რომელიც ადის ანგელოზის მთა ქვია, სადაც არის პატარა ობსერვატროიის პონტი. აი აქ კიდევ ამოდის ფუნიკულიორიც და ძალიან მინდოდა ასვლა მაგრამ ეს გამომრჩა და დამავიწყდა
სიმართლე გითხრათ :( არადა ფანტასტიკაა საბაგიროთი ადიხარ ღრუბლებს ზემოთ და შემდეგ ფაქტიურად მთელ შვეიცარიას გადაყურებ. ნუ მანდ იდეა მქონდა ფუნიკულიორით ასვლის რათქმაუნდა, უბრალოდ უნდა დავრჩენილიყავით ერთი დღე და პატარა ტური აგვეღო - მატარებელი-საბაგირო-ფუნიკულიორი და გემით უკან, ლუცერნის ტბაზეა მგონი ეგ.  ნუ მოკლედ ის სამი ჩეკპოინტი მოვინიშნე, სადღაც ერთად იყო, ვიღაც ტიპსაც მივწერე ადრე მეთქი 1 დღეშ მოვასწრებ და კიო კაცოო, უბრლოდ რუქა ქონდათ სასწაული, ეხლაც ვერ ვარკვევ მაგ რუქაზე რა სადაა და ადგილზეც ვერაფერს მივაგენი. კარგი ეს მერე.

დილაუთენია (10-ზე :)) ) დავაწექით შვეიცარიაში. პირველად საზღვარზე გაგვაჩერა ორმა ნაშამ, სად მიდიხართ რა გინდათო,  მეთქი ამ საღამოს რას აკეთებთ კი არა და ჩვენ იტალიაში მივდივართ, პროსტა გავლით ვართ თქო, კაიო, საიდან ხართო, ნუ ჯორჯია ტბილისი რამე, გადახედეს ერთმანეთს, უგანდასთან რომ არიო არა მგონი ავღანეთიო მეორემ უთხრა, ელაპარაკე ეხლა ამათ მეგრული ძროხა რომ ჯობია შვეიცარიულს და იმერული ყველი მანდაურს ჟანეტ J) ხო კაი ვხუმრობ, ესე გვითხრეს ველქამო, თვალი ჩამიკრეს და მიდი ეხლა აიღე საშვიო.  შვეიცარიაში მარტივად აქვთ ავტობანების გადასახადი, წელიწადი 40 ევრო. და არავითარი სხვა გადასახადი, საფრანგეთის დიაგონალზე გადაჭრა 50 ევრო დაჟდა მარტო გზა L . ნუ რა მექნა ეგეც გადავათხლიშე დავითრიე მოვბრუნდი მანქანასთან მივაკარი, მაგრამ რათ გინდა, ან ვინ გიმოწმებს და ან მთელი შვეიცარია პოლიცია არ დამინახავს. ნუ კაი, მაინც კეთილსინდისიერი ტურისტები ვართ. 

ა მოჟ ბიტ ნე ნადა ა?
დავაწექით ბაზელისკენ და სადღაც ერთ 15-იოდე კილომეტრში  საცობია! ვა! საათივით აწყობილი ქვეყანა! რა ხდება ე? მეჩქარება ბლიად!. დგანან დებილებივით, ნუ ცოტ-ცოტა გავიარეთ, კიდევ საცობი. ოე საათი!! სვოჩი! ინგრევა მითები ბლიად გაიარეთ!! სადა, ვინა, ცხვრებივით დგანან. ერთ-ერთ მომენტში მესამე გზა იყო თავისუფალი, აქეთა ორი საცობი, ჰოდა რაღაც გზის ნიშნების პონტში ამერია და დავაწექი ამ მესამე გზაზე. ბოლოს უკვე რომ იყოფოდა მივხვდი რომ ეს სხვაგან მიდიოდა და ისევ ამ საცობის ნაკადში ვიღაც ბებიას ჩავუხტი წინ სანდომიანი და დამნაშევე ღიმილით, მეთქი უკაცრავად მაპატიეთ ამერია ესა ისა. ისევ საცობი. ცოტა ხნის შემდეგ მეთქი აბა ერთიც იქნება გავიდე, ისევ მესამე გზა გაიჩთა გამოვედი ნახევარი საცობი ვიარე და გადასახვევთან ისევ ვიღაც ქალს შევუხტი შრეკში რომ კატაა მაგის თვალებით :)) ვა! მოგიდღანთ საათი და რელსები, შემდეგი სამი გადასასვლელი ცარიელ რიგში ვიარე და ბოლოს ვბუნდებოდი ხოლმე საცობის რიგში. მოკლედ ქართულ პონტშ გავიჯლიგინე მთელი 10 კილომეტრი. ბოდიშით! მეჩქარებოდა ვაა, 5-მდე მუშაობს ისედაც ყველაფერი.  მერე უკვე ეს გადასვლების პონტი აღარ იყო და სადღაც გადავუხვიეთ რომ იქნება სხვა გზებით გავსულიყავით. სადღაც ცარიელ ქუჩებში დავდიოდით, ჯერ წესების დაცვით, მერე პროწივი მოწივი თავზე გადასვლა წრეზე უკუღმა შევლა, ლიჟბი გიპიესის მარშრუტს დავმთხვეოდი წინ არ ვიყურებოდი, ჯიპიესს მივყვებოდი და მაგის მიხედვით ვატრიალებდი საჭეს J).  გზაზე ძალიან, ძალიან ლამაზი ტბა შეგვხვდა თავისი უამრავი ტურისტით, ყველა ველოსიპედებზე, შლემებით და აღჭურვილობით, ძალიან ლამაზი ადგილი იყო.  როგორც იქნა ჩავდექით ჯიპიესის გზაზე სადღაც აღმართზე ავედით,  და მერე დაიწყო დაშვება და რა დაშვება, ერთი 500 მეტრით ჩამოვედით ქვემოთ თუ მეტით არა 2 კილომეტრში. მთელი გზა სულ მოტოციკლეტები იყო, სულ. მთელი შვეიცარია მოტოციკლეტები იყო. სათითაოდ, ჯგუფებად და უზარმაზარ ჯგუფებად. 25 წლის მანძილზე არ მინახავს საერთოდ
ამდენეი მოტოციკლი და ბაიკერი, ალბათ 20 000 ბაიკერი მაინც ვნახეთ.

ჩავაღწიეთ როგორც იქნა დაბლობამდე. ეს არის შვეიცარიის, რა ვიცი, საპიკნიკე დასასვენებელი არეალი. ყველაფერი არის გათვლილი ოჯახებისთვის და ვან-ებისთვის. სასტუმროების პაკეტები და საპიკნიკე ადგილები გამზადებული და ბავშვები ოხრად და რავი რა. როგორ აღვწერო, ეს არის ხეობა ორ ძალიან მაღალ ქარაფებს შორის, საკმაოდ ვრცელი, და ამ ქარაფეიდან ალაგ-ალაგ ჩანჩქერები გადმოდის. ჰმ, რატომაც არ ვივლიდი რა?
კარგია რაღაც ნაცნობი დასახლებები გაეძრო, მეირინგენი! ეს სადღაც ახლოა ჩვენ ატრაქციონებთან, ინტერლეიკი, და კიდევ ერთი იყო. ყოველი ჩანჩქერი რეინბახი მგონია, მაგრამ მერე სურათებს ვადარებ - არა ეგ არა.  რაღაც გზას დავადექი, იმ გელმერბანს ვეძებ ძალიან მიხვეულ მოხვეული გზაა, ბავშვებიანი სასტავი და მოტოციკლეტებია კრუგომ, ჩქარა ვერ ივლი, ვიარეთ ასე 10კმ და კიდევ რაღაც ნაცნობი ქალაქის სახელი გაიჩთა და რაღაც ქარხანასავითაა, სავარაუდოდ ჰესია გელმერი აწერია მეთქი ესაა, მაგრამ მთა არ ჩანს სადაც ეს ფუნიკულიორია. შევედი, დაკეტილია, 3 საათია უკვე. ბუკლეტი გამოვიტანე და ელდა მეცა:  ატრაქციონები მუშაობს 2 საათამდეო :(( აუუუუუ კინაღამ გავგიჯდი, რამდენი ვიარე. მენახა მაინც. ბოლოს მეთქი კაი წავიდეთ ვნახოთ მაინც. ქვემოთ ჩამოვედი, მოვბრუნდი ანუ და მეირინგენიდან სხვა გზით წავედი. ბოლოს ტრაფარეტიც გაიჩითა გელმერბანიო და მეთქი იეს. ცოტაც და მივადექით მაგ ჯანდაბას. სირბილით ავიარეთ სადგურამდე და სადღაც ზემოთაა წასული ვაგონი! ანუ მუშაოოოოოობს!!. J)  შევუარდი ბილეთებზე, მეთქი კიდე ხომ წავა და კიო, 2-ჯერ ავაო, ეხლა ადი მერე იქ იარეთ და ნახევარ საათში ბოლო იქნება და წამოდითო, მეთქი რომ გავმაზოთ? რო გამაზოთოოოო...ფეხით ჩამოხვალთ მაგრამ არ
გამაზოთო ისე თქვა რომ მივხვდი იქიდან ჩამოსასვლელი და მითუმეტეს ფეხით არ იყო აშკარად :))

როგორც იქნა ჩამოაღწია ვაგონმა - ვაგონი რა ეხლა, ხის სკამებია 5 რიგი, აბსოლიტურად ღია და ერთი რკინის დამცავს, როგორც კანატკაზეა მაგას გადმოწევენ და ვსო. ავხედე ზემოთ და აუ აღარ მინდა! ლიკა წავიდეთ რა.....:უსერ: 
კინაღამ მომკლა! :)) თან ეხლა ამდენი ვიტანჯეთ აქ მოვედით, ბოლო ასვლაა როგორ არ ავიდე, და თან აიხედავ ზემოთ საიდან მოდის და აი ვაბშე გინდება რომ უბრალოდ არ იყო, იქ კი არ იყო, აი ვაბშე რომ არ იყო :)). ნუ დავჯექით. ერთი მოხუცი ქალია მემანქანე, ჩამოიარა რკინები შეამოწმა და წავედითო.

ეს არის ვკატასტროფა!  წარმოუდგენელი ქარაფის პირზე ადიხარ. ადიხარ უსაშველოდ მაღლა, გარშემო სალი კლდეა, ან ხელის მოსაკიდი ან ფეხზე დასადგომი არაფერი! უბედურად ჭრიალებს ეს ხის ვაგონი და მიდის რა. ეს დებილი ესა ზის, ფეხებს იქნევს და გადამიღე გადამიღეო ყვირის. რა გადავიღო, ნუ არ არსებობს ნორმალური ადამიანი რომელიც იქ ავა და იტყვის სიმაღლის შიში არ მაქვსო. ნუ ეს არაა ნორმალური რა ვქნა რა. ჩემ წინ ქერა ტიპები ისხდნენ და სადღაც შუა გზაზე ტიპს თავი აშკარად გაუმწვანდა :)). ხელი ისე მწარედ მაქვს ჩაბღუჯული რკინაზე რომ 2 დღე მტკიოდა მერე :)). ალბათ ჩემი სახე ვიდეოში მთლიანად გამოხატავს ამ ასვლის მთელ ტრაგიზმს. ერთი დიდი ასასვლელია ყველაზე გრძელი, მთლიანი გზის 2/3, აი ის სადაც ჰაერში ხარ
დაკიდებული, მერე უკვე შვეულად ზემოთ არ მიდიხარ, შედარებით ნორმალურია. ზემოთ რომ გადმოვედი ერთი 5 წუთი ვერ ვმოძრაობდი ფეხები მიკანკალებდა :)).

 მერე იქით გავედით, წყალსაცავი იყო კაშხალი მშვენიერი ხედებით დავკარტაჩკდით და მოვბრუნდით უკან, ამან ხო მომიშალა ნერვები, სად არ აძვრა და სად არ გადაეყუდა, ზღვაზე რო დედები უყვირიან ხოლმე ბავშვებს ერე ვიყავი: ლიკა ნუ ადიხარ მაანდ! ლიკა ჩამოდი მაქედან! და ა.შ J)

 სანამ ჩავიდოდით უკვე დეტალურად გამოვიკვლიე ეს ვაგონჩიკი, შევძერი შიგნით გამოშტერდა ქალი რა გინდაო, მეთქი ეს თუარ ვნახე როგორაა მოწყობილი არ დავჯდები თქო და გაიცინა კაიო :)) მოკლედ ნორმ აწყობილია რა :))) არ ჩამოვარდება არ გაფრინდება :)) უკან წამოსვლისას ვიღაც ტიპი ჩამოვიდა თხილამურებით, ლეტ 60 იქნებოდა. აი მალადეც ვფქიქრობ, შუა ივნისია, ყველაზე ცხელი თვე :))

ჩამოვედით როგორც იქნა, ეხლა წინ ჯაჭვის ხიდია და ლიკამ იმაზე გავიდეთო, ერთი ორი ნაბიჯი გადავდგი და მეტქი...ისა..მანქანაში ლუდია დავდლევ და მოვააალლ :)))) მოიკლა თავი არაო, გადავიდა, გადმოვიდა, იკონწიალა, აქანავა ხიდი, მე რავი გამწარებული ჩავაფრინდი მოაჯირს, და შუამდე მივბობღდი სურათისთვის :)))).  კიდევ კარგი იმ საბაგიროს და იმ უდიდეს ჯაჭვის ხიდს ვერ მივუსწარით :)))

ჩამოვედით ისევ უკან, მერინგემში თუ ინტერლეიქში. ეხლა ვეძებ ჩანჩქერს. ნუ მოკლედ ქალაქი ვიპოვე, ეხლა ჩანჩქერი ორივე მხარესაა :)) მივადექით ერთს მივაპარკინგე, გადავედით, აქაც იყო საბაგირო, არ მუშაობდა უკვე, შევარდით ჩანჩქერის ქვეშ, რათქმაუნდა იმის იქით რასაც ტრაფარეტი გვაფრთხილებდა აღარ მიხვდეთო,
დავსველდით ჰაი ჰუი, რაღაცა სურათებით გავსკდით, მოვბრუნდით ისევ საბაგიროზე თან ფუნიკულიორიც უნდა იყოს სადღაც ასე ეწერა ვაა :)) ბოლოს ვიღაც ტიპი გავჩითეთ, მეთქი რეინბახი, ფუნიკულიორი, სად მიდის, სად დავჯდეთ? ანუ როგორ იყო იცით, მანქანა გავაჩერეთ პატარა სადგურზე, ჰოდა გვეგონა აქ უნდა მოსულიყო ის რეინბახის მატარებელი, თან ეს საბაგიროც ზუსტად მანდვე იყო და ჩანჩქერიც, და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ აქ უნდა დავლოდებულიყავით. მოკლედ ვეკითხები ტიპს და მიყურებს გამოშტერებული სიფათით, ბოლოს გამოვიდა გარეთ და მოპირდაპირე მთაზე მიგვითიტა და რეინბახი იქითა არიო :))))) პიზდეც :)) ჩავხტით მანქანაში გავიქეცით იქით და ზუსტად იმ დროს მივედით ქალმა რომ ჯაჭვი გააბა ფუნიკულიორის სადგურს, ვსო დაიკეტაო :( (ეგეც უნიკუმია რა, ვსო პატარა ჯაჭვი გააბა და ნიშნავს რომ დაკეტილია, არავის აზრად არ მოუვა შესვლა :(  ეეჰ, გატეხა მაგრად, დავსველდით რეინბახის ჩანჩერშიც მაგრამ ზემოთ ვეღარ ავედით :(. ეხლა წავედით ტრიფტ ბანისკენ ეს ის გრძელი საბაგიროა მარამ ნუ იდეაში ისიც დაკეტილი უნდა იყოს (კიდევ კარგი) 5 საათია უკვე ყველაფერი იხურება ნელ-ნელა, დროა იტალიისკენ გავგაზოთ. ისედაც უკვე ძალიან ბევრი ვიარეთ ამ რაღაცეების ძებნაში აქეთ იქით ამ აღმართ დაღმართზე.
თან ამ გზებზე გერმანელების გაკეთებული ქვედა დამცავი პლასტმასი ჩამოძვრა მანქანას :( ახრიგინდა და რა ახტრიგინდა, არც ემაგრება, რა უნდა უყო სადღაც შუა
შვეიცარიის აგარაკებზე, სადღაც გადავაყენე ხის მორები იყო, ამ მორებით ასასვლელი გავაკეთე "იამის" პონტში, შევძვერი, 3-დან 2 ვინტი ხელით მოეშშვა, იასნა ის მე-3 არა :)) ძლივს მოვატეხე მაგრამ მაინც არ დავუტოვე მაგათ, ჩამოპვიტანე თბილისამდე ის ზაშიტნიკი :))

ანუ დაახლოებით რომ აღვწერო, ამ მეირინგენიდან, მიდის 2 გზა ბაზელი ლუცერნი- ლუგანო - მილანის ავტობანამდე. ეს ორივე გზა არის მიხველ მოხვეული აღმართი, ჩვენ ჯერ წავედით ტრიფტ ბანისკენ სულ თავიდან. მერე იქიდან უკან მოვბრუნდით, ჩამოვედით ისევ მეირინგენში, მერე წავედით გელმერბანისკენ, იქიდან ისევ ჩამოვბრუნდით მეირინგენში, ვნახეთ რეინბახი და ეხლა უდნა წავიდეთ ისევ ზემოთ. ეხლა აქ რა ხდება. ჩემი ჯიპიესი, მეუბნება გელმერბანის გზას, ნავიტელი მეუბნება ტრიფტბანის გზას. ორივე მიდის იდეაში 1 წერტილში, სადაც უნდა შევუერთდე ავტობანს, ნუ სწორდება რა გზა ლუცერნისკენ. ჰოდა ეს გელმერბანის გზა ძალიან მიხველ მოხვეული მომეჩვენა, ანუ რომ დავთვალე 4 მთა უნდა გადამევლო (ანუ გიპიესზე გზა ნაოჭებივით რომ არის უნდა მიხვდე რომ მთაა გადასავლელი).  ჰოდა ნავიტელის ვერსიაზე სადღაც 2 მთა გამოდის რა.  გადასასვლელი რომ მაღლა იქნება მაგას ვხვდებით, მაგრამ ვერ წარმოვიდგენთ რომ....




დავაწექი ტრიფტბანის გზას. აი ძალიან ნელა მიდიხარ რა, ჯერ ჩათვალე რომ ლისის ტბის გზის პონტია ოღონდ ერთი 20-ჯერ გრძელი და მაღალი, თან ხეები არაა და ფაქტიურად ყველა მოსახვევში უფსკრულში იხედები.  მეორეც, დიდხანს ვუნდებით იმიტომ, რომ ჩქარა (ჯერ რა ჩქარა შეიძლება იარო) ვერ დავდივართ რომ მანქანის პონტში, აღმართებზე ის მილი ძალიან უბერავს და არ გამოვარდეს თქო ვფიქრობ და თან ვფრთხილობ ძალიან მოსახვევებში მუხრუჭზე. მოკლედ მივდივართ სადღაც 1 საათია. ძალიან, ძალიან მაღალზე ვართ. არ ვიცი როგორ გადმოვცე ეს, აი ის ქარაფები რომლებიც ქვემოდან ჩანდა, იმაზე ავდივართ. ან რამე დაბლობი სადაც გადასასვლელია, ან გვირაბი არაფერი რა, იმენა ადიხარ მაგ ქარაფზე. მოსხვევებიდან გადასახედია ახლოს ვერ მიხვალ რა. დაჟე ლიკაც ვერ მიდიოდა ახლოს, თუმცა არ გამაზა გადმოსახედზე სურათი. თან მიხვეულ მოხვეულ აღმართს ეს ვერ იტანს და ორმაგად ნერვიულობს და მოკლედ რა. აი ძალინ ძალიან ზემოთ ვართ, ქვემოთ უკვე არ ჩანს არაფერი ჭიანჭველებზე პატარებია მანქანები. აცივდა ძალიან, საღამოვდება, ხალხი აღარ ჩანს ყველა სავარაუდოდ შეიკეტა სახლებში.

 ბოლო 10 კილომეტრი დასახლება აღარაა, სალი კლდეებია გარშემო და ადიხარ და ადიხარ. რავი რა, რა შეგრძნება თუ წარმოიდგენს ადმიანი რომ უსასრულოდ ზემოთ მიდიხარ და მერე სავარაუდოდ ქვემოთ უნდა ჩახვიდე კიდე. უკვე თოვლი დევს გარშემო თითქმის ამ ქარაფების თავზე ხარ ასული, კენჭი რომ ისროლო ქვემოთ სად ვარდება არ ჩანს. აი უკვე გვგონია რომ ცოტაც და გადავალთ და....
შლაგბაუმი! გზა გადაკეტილია!  საღამოს 8 საათია, ბინდდება! კაციშვილი არაა სადღაც ქარაფზე ხარ ამოსული და გზაა გადაკეტილი! აი რა დაგემართება?
ნუ ელდამ გაიარა :) რა უნდა ვქნათ? უნდა ჩავდიეთ და მეორე გზით ვცადოთ. წარმოიდგინე ეხლა ქვემოთ ჩასვლა ჩემი ტორმუზებით, და მერე კიდე უკან ასვლა მეორე გზაზეც ხო იგივე სიმაღლე იქნება. პიზდეცია. როგორ მომინდა აი მაგ დროს სახლში ვყოფილიყავი არ მინდოდა არც ევროპა არაფერი არც მანქანა, ჯანდაბა. აი ყველაფერს მივაყრიდი ოღონდ უცებ სახლშ გავჩენილიყავი :(
კარგი, დავეშვით :( რა ადვილი სათქმელია, რამხელა ნერვიულობაა მოსახვევებში ჯერ სიჩქარით შენელება მერე ტორმუზი ფრთხილად, მოხვევა მერე ისევ იგივე შემდეგ მოსახვევში...

ნუ ჩავედით, უკვე ვეღარ აღვიქვავ ამ ყველაფერს სილამაზედ. დავაწექით მეორე გზაზე, გავცდით ამ გელმერბანს, გავცდით მწვანე გარემოს, დაიწყო კლდეები. სადღაც, აი თვალუწვდენელად ზემოთ ჩანს კაშხალი, ნუ მეთქი ეგაა რა კაშხალზე იქნება გადასასვლელი იქით. ამ კაშხლამდე მანძილი არის დაახლოებით 2 იმხელა რაც პირველ გზაზე ავიარეთ. 2-ჯერ მაღლა! არ ვიცი, ვერ წარმოიდგენთ არ არსებობს ამ სიმაღლეზე მანქანით მოძრაობას რა. ავედით კაშხლამდე, ზემოთ ავიხედე და დაახლოებით იგივე მანძილზე რაც ქვემოდან ეს კაშხალი ჩანდა, ზემოთ კიდევ ერთი კაშხალი ჩანს, და იმის ზეოთ კიდევ ერთი. :))) 

ზემოთ და ზემოთ. კაციშვილი არაა, უკვე დაბინდდა, ათასში ერთხელ სახლი შეგვხვდება - დახურულია, დარაბები დაკეტილი, მეორე კაშხლის შემდეგ სახლიც აღარაა, არავითარი მოძრაობა სულიერი არ ჭაჭანებს. მარტო ჩვენ და ალბათ მგლები :))უკვე ღრუბლების ზემოთ ვართ გზა არ თავდებაა. მუხლები მიკანკალებს მანქანაშიც იმსიმაღლეზეა, უკვე მოსახვევში პროწივით დავდივარ იმიტომ რომ კიდესთან ვერ მივდივარ. გარშემო თოვლი უკვე დევს. ნელ-ნელა თოვლი მატულობს და უკვე გზაზეც დევს, კიდევ კარგი ზიმნები დავტოვე მანქანაზე. ბოლო 2 კილომეტრი გადასასვლელი, მწვეევალზე უკვე დაახლოებით 3 მეტრიან თოვლის კედლებს შორის გავდივართ!  ივნისია არ დაგავიწყდეთ, შუა ივნისი! ეს ჩამონადენი თოვლი გზაზე უკვე იყინება და მოსახვევებს განსაკუთრებით დრამატულ ელფერს აძლევს :)) გარეთ ცივა არანორმალურად, 1 წამით სურათის გადასაღებად ფაქტიურად იყინები ლოლუებამდე. არაფერი ღია არაა, ასე გგონია ან ეხლა მგლები შეგჭამენ, ან თოვლის კაცი გაიჩთება სადღაც 3000 მეტრზე ხარ ასული წვერზე გადასასვლელზე.

 ვსო ეგაა ეხლა დაღმართი და ვსო ლიკა აგერ ნახე ეხლა ჩავალთ და მერე სულ სწორი გზაა ლიკა!. ეს ცუდათაა უკვე :))

ჩავდივართ, რაც უფრო ვუახლოვდებით დაბლობს მით უფრო ვაკვირდები, კი მაგრამ აქ სწორი გზა სადაა, გარშემო კიდე მთებია, არადა რუქაზე ეგრეა რა, სწორი ლარივით გზა შემდეგ ავტობანამდე.. ნუ კაი ალბათ ჩავალთ და გამოჩნდება.. ჩავედით,. აი შანსი არაა სწორი გზის აქ მთებს შორის პატარა სოფელივითაა რა, მივდივართ, რაღაც სადგურს გავცდით და მობრუნდი მობრუნდი არასწორად მიდიხარო ჯიპიესმა, მეთქი სად წავიდე კი მარა, გარშემო ისევ მთებია, ვაგრძელებ გზას არაო, უკან მობრუნდიო, უკან სწორი გზა არ ჩანს ეხლა არ ჩამოვედი ბლიაად? და უცებ გიპიესი ამბობს board on ferry! (ferry-გემი) აუ მეთქი დაგვერხა, რა გემი, რის გემი,  ამ შუა მთებში უეჭველი რაღაცეებია არეული და პიზდეცია აქ სად მოვხვდით ეხლა რა ვქნათ, უკან არ წავალთ არ არსებობს იქ მორალურად ვეღარ ავალთ.!. მეთქი ეხლა რომელიმე სახლს შევუარდები, დავრჩები ამათი საათი და ამათი ბანკები მოვდღან ეს სად ვკვდებით ბლიად ვინმე მაინც იყოს ადამიანი სადმე.. ერთი კრუგიც დავარტყი რო სადმე რომელიმე სასტუმრო ხო არაა ღია ან სახლი რო ვკითხოთ ვინმეს რამე და ოპაა! სადგურზე მანქანა დგას :)) ავუარე გვერდი შლაგბაუმს მივუყენე უკან შვეიცარიული ნომრებითაა მეთქი იეს! ცოცხალი ადამიანი!!  გადმოვედი ვაა სადგურია, შევარდი, ვიღაც კაი ტიპი გაიჩითა კინაღამ ჩავეხუტე მეთქი ჟენ ჟემოგევლე მე! ლუგანოში მივდივარ და მიშველე რამე თქო, კიო აგერო მატარებელი მოვაო, 
-არა მანქანით ვარ რა მატარებელი,
 -  ხო, ხო მატარბელი მოვა და წახვალო, 
 - მანქანა?   
-მანქანით წახვალ!  
- ?!?!?! 
აზრზე ხარ, ერთი ცოცხალი ვიპოვე და ეგეც გიჟი! გაგიჟდები აქ აბა რას იზამ ბლიად ნუ ეს არ მითქვამს, მაგრამ სავარაუდოდ შუბლზე დამეწერა თან რაღაც ყველასთვის გასაგებ ენაზე :)) ტიპი გამოვიდა სალაროდან, ეხლაო მოვა მატარებელიო, ბორანიაო ახვალ მანქანით და გადახვალ მეორე სადგურშიო, ეგერ მთის ქვეშ გადის მატარებელიო. განათდა ყველაფერი, ამას მეუბნებოდა ჯიპიესიც. მეთქი როდის მოვა და გავა,
დაახლოებით  20 წუთშიო, მეთქი იქიდან ლუგანომდე კიდე რამეა გადასასვლელი თქო ხმის კანკალით ვკითხე, არა პატარა გადასასვლელია მერე აიროლოში ჩახვალ  და იქიდან უკვე ლუგანო მილანის ტრასაზეო.  ჯანდაბას, ბილეთები გავაიასნე და მივადექი იმ მანქანიან შვეიცარიელს. მოვიდა ეს სატვირთო, გადმოლაგდნენ მანქანები და ზუსტად 2 წუთშ ყველა ეს მანქანა სადღაც გაქრა :)) რავი რომ მოვიხედე  აღარ იყვნენ თვალსაწიერზე მაგრამ ამისთვის არ მცხელოდა, ავიდა ეს ტიპი, ავყევი უკან კიდე რაღაც მარშრუტკა მოგვადგა და კიდე ამოვიდა ერთი 5 მანქანა. მაგარია :)) მანქანით ვარ მატარებელზე და უნდა გავიდე ალპების ქვეშ :)) თან წინ ხალხია უკან ხალხია :)) რაღაცა ფერი მომივიდა, ფოტოაპარატი გამახსენდა ლიკამაც ხმა ამოიღო :))

მოკლედ დაიძრა რა ეს მატარებელი, განათებულია საკაიფოდ, ზუსტად მატარებლის ხელა გვირაბში მიდის, ანუ ეს 1 მატარებელი დადის რა ერთი ბოლოდან მეორეში როგორც მივხვდი, 1 ლიანდაგიანი გზაა. სულ სამი კაცი ამუშავებს ამ ყველაფერს, თითო ბოლოებში და ერთი თბომავალზე. 
აი ხომ უმარტივესია რა, ერთი ბოლოდან შედის მთის ქვეშ, მეორე ბოლოში გამოდის, არანაირი სადგური ან მეორე გზა ან გადაკვეთა რა. ჰოდა სულ 20 წუთის გზაა და ბედი არ გინდა კაცო? შუა გზაზე არ გაჩერდა??  

გამოვშტერდი!! იკაიფე, სადღაც ღამის 11 საათზე, რომელიღაც ალპის ქვეშ, მატარებელზე ხარ მანქანით და გვირაბში არ გაჩერდა ეს ჩემისა? არაფერი იასნა არ იჭერს აი პროსტა აქ ვინმე გიპოვის ან წარმოიდგენს მაინც რომ შეიძლება აქ იყო ადამიანი?  :D
პიზდეცია, ავიწევი გამოვყოფ თავს, წინ შვეიცარიელი მშვიდად ზის, უკან გავიხედები სარკეში მიკროავტბუსშიც ზიან მშვიდად, ვაა დავმშვიდდები ცოტა. 2 წუთში ისევ ავნერვიულდები, გავიხედები, ვაა ხო ზიან? ხომ არ გადმოდიან? ესე იგი ჩერდება ხოლმე? რატო არ ნერვიულობენ? ჰა? რას შვებიან? 


ფააკ, დაიძრა როგორც იქნა, მომეშვა ცოტა, ჯანდაბა, მე თუ როდესმე თქვენი საათი ვიყიდო, ან დანა, თქვენი ბანკები და საბაგიროები და თქვენი.... :)))
გადმოვედით, ის მანქანები გაშპა იასნა, მოკლედ მივდივართ, წინ ეს შვეიცარიელი, მერე მე და უკან ეს ფურგონი, ვიარეთ ცოტა ვცდილობ არ ჩამოვრჩე, ტი შტოო, ნამდვილი ცოცხალი შვეიცარიელია წინ, გადარჩენილები ვართ :))  რაღაც გზაჯვარედინს მივადექით, მარჯვნივ ლუგანო აწერია, მარცხნივ ჯანდაბა. ოღონდ ეგ არა! ოღონდ ეგ არ ქნა! რას შვები სად მიდიხარ სად უხვევ აააააა! :)) მიხვდით ხო? :(  ჯანდაბისკენ გადაუხვია :(
კიდევ კარგი ეს ფურგონი მომდევს უკან. ისევ მთა, ისევ მაღლა ასასვლელი, ისევ უკიდეგანო სიმაღლის. სიბნელეა უკუნეთი! ოდნავ კონტურებზე ვატყობ რომ ისევ უსაშველოდ ზემოთ ვართ. მეთქი ამას ეხლა გავატარებ და გავყვები რა უკან, მაინც მშვიდად ვივლი მოსახვევებში და უფრო სწრაფადაც, სადაც ეს შევა მოსახვევში ეხლა იქ გოლფითაც უპრობლემოდ გახვალ იგივე სიჩქარეზე. ნუ გავატარეე....გავატარე და....ვეღარც დავეწიე :)).

 გავსკდი, აი გავსკდი და მანქანა ცალკე გავხეთქე, აი რედლაინზე დამყავდა მოსახვევებს ვჭრიდი, ჰაერის წინაღობას ვიყენებდი აი რა ვიცი რა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობოთ გავსკდი და ვერ დავეწიე და რომ ვერ დავეწიე მე გავსკდი მერე სიბრაზით :)) ვსო ცოტა ხანი წინ-წინ ვხედავდი მაგის შუქებს, მიხაროდა, მერე ეგეც გაქრა. ისევ სადღაც ზემოთ ტრა*ში ვართ, კიდევ კარგი ლიკა თვლემს თორე გაგიჯდება ოფიციალურად. მერე გაიღვიძა ამანაც, აი ისევ ძალიან მაღლა ვართ ვატყობთ, ნუ იმხელაზე არა მაგრამ საკმაო ქარაფებია, თან უკუნეთი J), სადღაც შორს კონტურები ჩანს მთების...მივდივართ და უცებ აი ისეთ ნისლში გავიჩითეთ, ისეთ ნისლში, რომ კაპოტი აღარ ჩანს :)). აი რაღაც რომ გვაკლდა რა :))) უკუნეთი და ნისლი :( არაფერი არ ჩანს. 10-ით მივდივართ ვცდილპობ შუა ხაზის წყვეტილს გავყვე, მაგრამ, წყვეტილიდან წყვეტილამდე აღარ ცანს ნისლშიJ) , აი აქ მეორედ მომინდა სახლში :(.

ერთ ნახევარ საათში გავცდით ამ ნისლს და უკვე ნელ-ნელა ქვემოთ ჩასვლა დაიწყო. ვატყობ უკვე რომ მთებზე კომპლექსები დამეწყო. აი რომ ვხედავ თუნდაც შორს მაგრად ვითრგუნები წინასწარ შიშები მეწყება. შანსი არაა ეხლა კიდევ მეტს ვერაფერს ვეღარ გადავივლით აი მორალურად ვართ მკვდრები, და ფიზიკურზე არ ვამბობ, დილის 10-დან მანქანით დავდივართ საღამოს 12-ია უკვე :)) თან გზაც ხომ არის და გზაც? ეს ნერვიულობა განგრევს რა. აი ამ ფიქრებში ვართ ქვემოთ ნელ-ნელა მოვბობღავთ და სადღაც ქვემოთ შუქები გამოჩნდა....  ქალაქის და ტბის კონტურები გამოჩნდა....რამდენ რამეზე გამიგია, ამას რაღაცის დანახვა ისე არ გახარებია როგორც.. მაგრამ ეს არ ვიცი რას შევადარო :))) ალბათ მიხვდებით :)

არა ეს ლუგანო არაა, მაგრამ აიროლო ლუგანო ეხლა არის 1 ისა J) :) ვაიმეეე :))) აააა :))) შუქი! გზა! ხალხი! მანქანები! :))) 
გადმოვედით ავტობანზე, სადღაც 1 საათია, მილანამდე იდეში 1 -1,5 საათის  გზა ოღონდ ერთი პრობლემაა - თვალებს ვერ ვახელ :)) ოღონდ მართლა :) ეს ნანერვიულები, 13 საათი მანქანაში გზაზე, მთებში, მთების ქვეშ, ჯანდაბა და მერე ცოტა რომ მომეშვა და დავწყნარდით ეგრევე ძილი მომეკიდა. აი ვეღარ ვახელ ვსო. გადმოვედი მეთქი სუფთა ჰაერი და რამე, აზრი არ აქვს ფეხზე ვდგავარ და  მაინც ვერ ვახელ :))  აი ეს გზა ლუგანოდან მილანამდე არ მახსოვს. მარტო მახსოვს რომ წინ მიდიოდა ძალიან ჩქარა 2 მანქანა და იმათ მივდევდი. ეს მახსოვს კარგად, წითელი სამკუთხედი ფარები მიდიოდა და უნდა მესდია არ ჩამოვრჩენილიყავი.  მთელი გზა აი არაფერი არ მაქვს გონებაში, არაფერი არ დამმახსოვრებია, 6000კმ მთლიანი გზიდან ეს 100 კილომეტრი არ მახსოვს რა, ფაქტიურად მეძინა, თვალები ნახევრად დახუჭული მოკლედ 2 წითელი მიდიოდა და მივდევდი რა,  თან ძაან ჩქარა მიდიოდნენ უეჭელი იმიტომ რომ ძალიან მალე ჩავედით მილანში.  ან როგორ მივედით სასტუმრომდე, ერთი მახსენდება უსაშველოდ გრძელი ქუჩა მილიონი შუქნიშნით და რაც მთავარია ქუჩის კუთხეებში პუტა-პუტები იდგნენ??  აი ძალიან მაგარი ნაშები :D დაჟე ლიკას აღფრთოვანდა, აი ძალიანნ მაგარი ნაშები იდნენ თიტქმის ყველა ქუჩის ბოლოს თან ღამის 2 საათი იყო და მაგ პონტში ხალხი რომ არ იყო 1 ადამიანიც კი ქუჩაში მიტინგად დ აბირჟად ჩანდა :))) იტოგში მანდ ცოტა გამოვფხიზლდი  :)))  სასტუმროში ლოგინზე ჩამოვჯექი და თვალი რომ გავახილე დილა იყო და ეგრე ვიჯექი კიდე J))

ეგ იყო მთელი ჩვენი შვეიცარია :))) არა, მოვკვდით, მართლა :)  და კინაღამ გავრეკეთ ეგეც მართალია :)) მაგრამ რაღაცა ხო კეთდება კაც...ტფუ...რაღაცა ხო ვნახეთ? :))  იმ ფუნიკულიორზე ვიყავით, რეინბახი ქვემოდან ვნახე, ის ხეობა დავათვალიერეთ, ძალიან მაგარი ბუნება აქვთ რა, მთა და მდინარე ესეთ ნატურალურ ფერებში ხასხასა მწვანე და ანკარა ლურჯი ძალიან მაგარია,  რა თავისი ჩასმული სახლებით, ყველაფერი აწყობილი ძალიან ლამაზად, ალპები გადავიარეთ 2-ჯერ :)) წყალშიც ვატყაპუნე ხელი და ვიგუნდავე კიდეც, 3 მეტრიან თოვლის კელდებში ვიარეთ, და ალპების ქვეშ გავედი მანქანით მატარებელზე :)))
რატომ გამოვიდა ეს ყველაფერი ასე დამღლელად? ნუ პირველი ის რომ წესიერად ვერ დავგეგმე და გზებში ავირიე. ის ადგილები კარგად ვერ მოვჩხრიკე. ვნახე გზა უერთდება ჩავთვალე რომ უერთდება, სინამდვილეშ ყველაფერი რთულად იყო. საქმე ისაა, რომ ლუცერნიდან ლუგანომდე მიმავალი ტრასა გადის გვირაბში J გუგლ მეპში ეს გზა ჩანს, მაგრამ არ დავკვირვებულვარ რომ იმ მთებზე ეგრე სწორად ვერ წავიდოდა რა J ხოდა იქ ის პირველი გადასასვლელი დაკეტილი რომ იყო უერთდებოდა ამ ტრასას, მაგრამ ის მეორე უკვე აღარა და ან ზემოთამდე უნდა ავსულიყავი ან აიროლომდე, რაც ვქენი ბოლოს. ეხლა ეს დამშვიდებულზე რა ადვილია, ვაბშე ლუცერნში უდნა ავსულიყავი ისევე მენახა ეგ ქალაქიც (როგორ მინდოდა ამ ქალაქში გამევლო :) ტბის ნაპირზე, სიყვარულსი ხიდზე..განათებულზე:)) და პირდაპირ ტრასით დავაწვებოდი. მოკლედ აი ეგ იცის უინტერნეტობამ რა J  მერე საცობები დილიდან, გზის აბნევა ავიჭრით ავნერვიულდით, მერე ეს ჩვენი ტოჩკები ვეძებეთ დიდხანს, ვერ ვიპოვეთ - ვიპოვეთ, ბევრი კგუგი ვურტყით ამ მთებს და დავიღალეთ რა, მაგრამ მთავარი ისაა რომ პირველი იყო რა :) ეგ არის ძნელი და რთული, თორემ აწი რომ წავალ ამათსაც ეგრევე მივაგნებ (3-ჯერ ავიარ ჩავიარე ყველაფერთან ბლია)) და ძალიან მარტივადვე ამოვალ უკან იმ ხეობიდან და სხვა ქალაქებსაც ვნახავ გზაზე :))) მოკლედ ექსპერიენსი ექსპერიენსი და კიდევ ერთხელ ექსპა :)) მაგარია, თვითშეფასების ამაღლებაა ძალიან დიდი, შეგიძლია რა, არ დაიკარგები გააკეთებ და ვსო :)) ერთი სული მაქვს კიდევ წავიდე :))  კიდევ რამდენი რამე უნდა ვნახო იმენა მანდ, შვეიცარიაში, ძალიან მაგრად მინდა და აუცილებლად უნდა მოვიარო რაც გამოვტოვე და შემდეგისთვის შევინახე :P


პ.ს. ამ საშვს 13 აწერია და 2113-ამდე ხო არ გაფუჭდება?  :S

Monday, November 18, 2013

საფრანგეთი

  ესე იგი, საღამოს 9 საათი იყო გერმანიიდან რომ გამოვედით, დაახლოებით 3 საათის გზა იყო პარიზამდე გიორგიმ როგორც გამოგვითვალა და დაგვარიგა რუსო ტურისტო ობლიგო მორალეო :)) მაგრამ აი ტრაფარეტი რომ გავიარეთ უკვე საფრანგეთიაო აი მანდ ვიფიქრე პირველად სად ჯანდაბაში მივდივარ, რა ჯანდაბა მინდა და რა ჯანდაბით მივდივარ მეთქი :))  ჩვენი მანქანა ატრაკებდა: პირველი რაც ჭირდა იყო ტურბინა
ამისთვის ეხლა გვერდი როგორ უნდა ამევლო?
უბერავდა სადღაც შიგნით ალბათ მილი იყო გახეული ან ცუდათ დაჭერილი, ცოტა მაღალ გაზზე ტვინს ბურღავდა, თითქოს ვერ ეწეოდა რა ბოლომდე, ნუ შეგრძნება იყო ეგეთი, რეალურად არაფერი ისეთი მაგრამ ძალიან უსიამოვნო პონტი იყო. მეორე პრობლემა აღმოვაჩნე როდესაც სადღაც ტრასაზე უცებ შეჩერდნენ და რეზკი მუხრუჭი დამჭირდა -  ისეთი წაიღო მარცხენა მხარეს ფაქტიურად პროწივზე გავიჩითეთ :)). მესამე კიდევ კლიმატი არ უბერავდა :მად: ირთვებოდა მაგრამ არ უბერავდა და უკანა ბალკის ხმა იყო კატასტროფული (ესეც მეოთხე), მაგრამ ჩემ მანქანაზე მთელი 3 წელი მაგ ხმას ვუსმენდი და ვუსმენ, ასე რომ ეგ რაღაც მშობლიურივით გვესმოდა მე და ლიკას, თუმცა სხვა ნორმალურ ადმაიანს ჭკუიდან გადააყენებდა :)).  ეს ეხლა მარტივი წვრილმანი პრობლემები და არანაირი საპრობლემო არ იყო ეხლანდელი გადმოსახედიდან, მაგრამ იქ როცა გზაში ხარ და გეჩქარება ცოტა არ იყოს და მაგრად მოქმედებდა ნერვებზე.
არადა... :)))))
  3 საათიანი გზა სადღაც 4-მდე გაიწელა, მაგრად დავიღალეთ უკვე რომ დიიდი განათებული ქალაქი გამოჩნდა პირდაპირ :)  სასტუმრო ქალაქის განაპირას ავირჩიე და ეს იყო პირველი დიდი შეცდომა სასტუმროების არჩევისას მიუხედავად ამხელა გამოცდილებისა. საქმე იმაშია, რომ ვარსკვლავებს დავხამდი და წესიერად არ გადავათვალიერე ოთახის „აღჭურვილობას“ ასე ვთქვათ, უფრო ზუსტად იმას, რომ ოთახებს იღებენ პანორამულად თუ სფერულად რომ მთელი ოთახი გამოჩნდეს, მაგრამ ამ დროს გეკარგება სივრცის აღქმა რა. მაგრამ არაუშავს, როგორც ნაჩნოი დაზორშია, ს ტეხ პორ ტამერლან ბოლშე ნე დაპუსკალ აშიბოკ-ო :)) ამაზე მერე.
:)) პატარძალს უღებს სურათს სიძე მობილურით..
თქვენ კიდე ფოტოგრაფიო და კამერაო და მონტაჟიო :))
როგორც იქნა რამოდენიმე კრუგის ზოგი წაღმა ზოგი უკუღმა დატყმის შემდეგ მივადექით სასტუმროს რომელიც იდეაში ჩვენი უნდა ყოფილიყო. საკაიფოა რაღაც მაღალი შენობა რომელსაც უკან ეზო უდნა ქონდეს წესით დაკეტილდაცული. მაგრამ ზუსტად რომ დაკეტილი :  ვეჯაჯგურე კარებს დაკეტილია! ვაბრახუნე ვაკაკუნე კაცი-შვილი არ ჩანს. ვა! ღამის 2-ია თითქმის. იქით გავედი დიდი ალაყაფია ისიც ჩაკეტილია კოდით. დავაძრე ტელეფონი და რათქმაუნდა, რათქმაუნდა როგორც მთელი მგზავრობის მანძილზე - როცა ძალიან მჭირდებოდა -  არ დაირეკა :)) არადა შიგნით ანთია შუქი მაგრამ დესკთან არავინ არაა ვაბრახუნე ისევე ვჯაჯგურე მეთქი ბარათით ან რამით ხო არ იღება, რავი მეზობლები ბავშვი პიანინო, ყველაფერი ვცადე იტოგში არა რა. ისევ მოვბრუნდი ისევ გამწარებული მანქანაში  მანქანაში იქნება დავრეკო როგორმე ან ინეტი დავჭირო სადმე და სხვა დავბრონო ახლომახლო. ამ დროს ვიღაცა ორი მონაზონი მოდის, ჩვენ მანქანიანად კარების წინ ვართ ზუსტად, მიდიან კარებთან და მეთქი აი ეხლა ესენი დარეკავენ და რამე და უნდა გადმოვიდე მანქანიდან რომ ტიპშებმა კარები შეაღეს! და შევიდნენ :))))))   ფუიიი!
American Beauty...hm...doubt
    გამწარებული შევაჭერი მეც მივყარე ესენი გვერდზე, იქ ვიღაც სერვის დესკი გამოვიდა ზარზე იმას ვაგინე ქართულად, მეთქი დროზე ნომრები ბიჭო თქო იმენა, ამდენი ხანი ვაბრაგუნებ იქნება გამაქ მთელი სასტუმრო არ უნდა მოიხედოთ თქვენი ბაყაყიჭამია დედაც თქო (ეს ფროგითერი რაღაც ვერ გაიგო :))) ) და მანქანა სად დავაყენო კოდი მინდა ბლიად მეთქი :))  მანქანა სადღაც ჩავაყენეთ მილიმეტრებში და ავედით ნომერში.  ვოვ!  :))))))   აი ძალიან მოკლედ რომ გადმოვცე, ნომერში შესაძლებელი იყო მარტო სამი ტიპის განლაგება:  მე და ჩემოდანი ლოგინზე ლიკა სააბაზანოში, ლიკა და ჩემოდანი ლოგინზე და მე სააბაზანოში, და მე და ლიკა ლოგინზე და ჩემოდანი სააბაზანოში :)))).  ფაკ. მაგარი ვიჩხუბეთ იმ ღამეს კინაღამ გამოვუშვი სახლში, რა ვიცოდი ვაა :)) ეგ არაფერი, ჩვენს ზემოთ ვიღაცეები დღნაურობდნენ??? რავი რა, ჯერ ხომ მთელი ბათქაში დაგვაყარეს თავზე, ბოლოს ეტყობა ისეთი შევიდნენ ეშხში რომ რავი, მთელი ეს 10 სართულიანი სასტუმრო ზანზარებდა მგონი, აი ეხლაც ის მახსენდება Scary Movie ფილმის პაროდია რომ არის და სექსი რომ აქვს იმ გოგოთან აი ცვეტში ეგ იყო რა :))))) ბოლოს მთელი სასტუმრო ტაშს უკრავდა რაღაც ხალხი გამოიშალა იმენა ბის და რეპეტე და დაგვენახეთ სასტავეე და აპლოდისმენტები და შამპანურების გაგზავნა ნომერში და რავი რა :)))) 
ეიფელი...უკან..არა სხვა უკან :))))
რაღაც ის გეგმაც რომ აქედან მეტროთი გვევლო ცენტრში უკვე აღარ მხიბლავდა და ეგრევე დავჯავშნეთ სხვა სასტუმრო მეორე დღისთვის. რავი, საგზაო მოტელი (აი ამ სიტყვის მთლიან არსს მხოლოდ ქართული ენა გადმოცემს ) ძალიან ცუდი პონტია დასარჩენად რა. მაგრამ ჩემი წარმოდგენაც იმაზე, რომ მთელი საფრანგეტი ან ზანგი ან მუსლიმანი იქნებოდა და აქა-იქ ვნახავდი თეთრკანიანს არ გამართლდა. ჩვეულებრივად იყო რა, თუნდაც ამ სასტუმროში სხვა ეროვნების თეთრები უფრო მეტი იყო ვიდრე აფრიკელები და არაბები. მოკლედ დილას ავიბარგეთ და პირდაპირ გავაჭერით საცობებში.
იეაპ :)
   მეორე სასტუმრომდე მიგნება ტერიტორიულად არ გაგვჭირვებია, უბრალოდ აი ახლოს რომ მიხვალ მერე შენობამდე მისვლაა ძნელი. რაღაც სტრანიი ქუჩები აქვთ, თითოეულ სახლს თავისი პატარა გზა აქვს გარშემო და იმის იქით არის უკვე თვითონ მთავარი ქუჩა. ანუ ნებისმიერ მოსახვევში ან გზაჯვარედინზე არის 3 ან მეტი შესასვლელი, პატარა გზის რომელიც სახლს კრუგავს, მთავარი ქუჩა და იქითა სახლის გზა. მოკლედ დურდომი. წარმოიდგინეთ ეხლა რამდენ სახლს დავატყით კრუგი სანამ გზას გავაგრძელებდით :))  თან ღადაობა ისაა, რომ ხედავ პირდაპირ სადაც უნდა მიხვიდე და ფიზიკურად იმ გზაზე ვერ ხვდები მანქანიანად J. როგორც იყო მივაღწიეთ სასტუმრომდე და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა  მოტეხილში იყო გასაჩერებელი ადგილი მაინც ვერ ვიპოვე L. ცოტა ხანი მივავარიულე გადმოვიტანეთ ყველაფერი, საკაიფო პონტი იყო მე-5 სართულზე, ძველებური ლიფტით ადიოდი, აი ადრე ჩვენთანაც რომ იყო კარებს რომ ხელით აღებდი, მოკლედ მოძრავი კარადა, საკაიფო ნომერი ნორმ ხედებით მოკლედ გვევასა რა, მე წავედი მანქანის დასაყენებლად.  სადღაც რომელიღაც საცხოვრებელ სახლთან მივაპარკინგე მაგრამ გადახდის აპარატს ვერაფერი გავუგე. მეთქი მივალ სასტუმროში გავარკვევ. აღმოვაჩნე, რომ ტელეფონი, მეორე ტელეფონი, ჯიპიესი, ლეპტოპი, ყველაფერი ნომერშია ატანილი და მე სასტუმროს ვეღარ ვაგნებ ფეხით :)) თან იმას ვფიქრობ მანქანას რომ ძალიან დავშორდე მერე ვერცერცერთს რომ ვეღარ მივაგნო :)))  აი ამ დროს უნდა ის ცნობილი ზღაპრების ფრაზა:  ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე მივაგენი მოკლედ :)) 
მეტღოო პაღიზიან :))
 დაველაპარაკე ამ რეცეფციის გოგოს (პ.ს. კარგი ფრანცუჟენკა იყო ისე :) )  მეთქი პარკინგი როგორ და რა თქო და აქ არის საცხოვრებელი ზონაო, ჰოდა 2 საათიანი პარკინგი შეგიძლია აიღო მარტო და ყოველ ორ საათში უნდა განაახლოო. ე!. ეგ როგორ?! ვერა თქო, შორს არის მანქანა და ჯანდაბას რამდენეჯრაც გავივლი დავდებ მეთქი მაგრამ 2 საათში ვერ ვირბენ, რა ღირს და 1 საშვი ღირს 17 ევროო! და ყველაზე ღადაობა ჯარიმა არის 15 ევრო :))) მეთქი აბა პაკააა :)))  ხო არ წაიყვანენ ? არაო, ერთზე მეტ ჯარიმას ხო არ დაწერენ ეგეც არაო :)) ნუ ფაქტიურად გამოსავალი თავისით გამოჩნდა :)) პ.ს. არ დაუწერიათ ის ერთიც :)

პაღი!

სენა და ტყაპუნი :))
დიახ დიახ პაღი და არა პარიზი :) ძალიან, ძალიან მაგარი ქალაქი,  სადაც რატომღაც ეგრევე თავი შინაურულად, სახლში ვიგრძენი. არ ვიცი რატომ ან ატმოსფეროა ისეთი რომ ყველგან ძალიან ბევრი ხალხი დადის, ყველგან რაღაც სანახავია. ერთადერთი ქალაქია სადაც ჯიპიესით არ დავდიოდი, მარტო ტურისტული რუქა რომ მომცეს იმაში ვიხედებოდი აბა სად წავიდეთ თქო. მთელი ორი დღე დავდიოდით უსაშველოდ და მაინც ვერ ვნახეთ ბოლომდე.  ძალიან საკაიფო მეტრო აქვთ, ჩვენ მეტროს გაჩერებებს შორის იმათი მეტრო გაჩერდება 3-ჯერ :)))  ჯერ ყველაზე ღადაობა რომ 6 ნომერი (მწვანე) მეტრო რომელიც ჩვენსკენ დადიოდა იყო საბურავებზე :))))) თან დადის უცნაურად, ეგრევე აიღებს რეზკად და რომ გგონია რომ ჯერ აკრეფილიც არაა სიჩქარე უკვე ჩერდება :)) საკაიფოდ დავამუღამე მთლიანი მაგათი მეტროპოლიტენი, ფაქტიურად პურზეც მეტროთი დავდიოდი :))) რავი კარგია რა, შენთვის დატასაობ ყველაფერს ათვალიერებ უამრავი ხალხიც შენ პონტში, ტურისტები, ხან შენ იღებ ხან ისინი გიღებენ სტანდარტულ ხელზე დატეულ ეიფელს და ტრიუმფალურის ზემოთ „დგომას“.  სიმპათიური არქტიტექტურა, მოვაიარეთ ყველა აღსანიშნავი პუნქტი, დაჟე ნორდ და ისტ სადგურებიც გავჩხრიკე, უძველესი, ძალიან მაგარი მაგრამ მაინც სადგურისთვის დამახასიათებელი საბომჟეთი :))
ვთფ იზ ზის?
სად წავიდოდით ეხლა ეს ხამი ხალხი პირველად?  რათქმაუნდა მანდ :))  მეტრო სადგრ ეიფელზე ჩამოიშალა მთელი მეტრო, ლიკაც გარბოდა ძლივს დავაკავე სკამზე,  შემდეგი გაჩერება კიდევ უფრო ახლოს იყო პროსტა სხვა სახელი ქონდა :))  მივედით, ავხედეთ, თვალზე ხელიც მოვიჩრდილეთ. ერთი წამით არ გვიფიქრია ზემოთ ამსვლელთა რიგში ჩადგომაზე.  კილომეტრიანი რიგი იყო რომლის 90% აზიელები იყვნენ ჩინელ-იაპონელები. შემდეგ დავიწყეთ სიარული უზომოდ - უკან მინდვრებში, მერე წინიდან სურათები, მერე სენაში ვატყაპუნე ხელი (მაი ფეივორით) მერე გადავაჭერით ნაპოლეონის სასახლეში, ლიკამ სტატუეტთან გადაიღო სურათი, იპოვეს ერთმანეთი (ტოლკო ინნიე პაიმუტ :)) ).  ოღონდ მუზეუმში მართლა მინოდა შესვლა პროსტა რაღაც ვერ დავამუღამეთ, მემგონი ძალიან ძვირი მოთხარეს თუ ჩვენ მივედით ნიტოდ. მერე მივალურვრე და რათქმაუნდა არ გავმაზე იმ შადრევანში ხელის ტყაპუნის პონტი :)). იქიდან უკან წავედით და სადღაც ვიკიშკავეთ კაციშვილმა ინგლისური არ იცის :( ხელებით და ფეხებით უფრო მარტივად გააგებინებ ვიდრე ინგლისურად.  რაღაც რესტორნების ქუჩა გაიჩთა ზუსტად 10 კრუგი დავატყით და ყველგან შევედით. რა უცნაური პონტი აქვთ ზოგადად ევრპაში და მანდ განსაკუთრებით. ძალიან იაფი ღირს საჭმელი და ძალიან ძვირი სასმელი.  ფაქტიურად რასაც უკვეთავ საჭმელს, დაახლოებით იგივეს იხდი 2 კოკა-კოლაში და ეხლა ჩემი ლუდის თემაზე აღარ ვამბობ. რაღაც არ გვევასა ეგ პონტი, მერე ჩვენსკენ მივბრუნდით და სადღაც ადამიანური ფასტფუდი იყო თავისი ვაიფიაით და მანდ დავისვენეთ, მერე ზაადნო  ნახევარი სუპერმარკეტი გამოვზიდეთ, ავედით ნომერში და გავსკდით :)) როგორ მევასება ბუტერბროტები სხვადასხვა ყველით და ძეხვებით და თავისი ინიგრიდიენტებით მაგრამ უკვე თურქეთში ისე ვიყავი დანახვაზე მიქრებოდა შიმშილის გრძნობა, კუჭი მეუბნებოდა ოღონდ კიდევ ეგ არაო  :))
მოდილიანი ბიჭია ეეს?
მე ნოტერდამი მომეწონა.... ვაა ეგრე აღვიქვავ და ვსო
  ნოტერდამისკენ გავაჭერით შემდეგ, როგორც მახსოვს ახლოს არ მივედით და ჯერ შორიდან გავატასევთ პატარა ქუჩებში, მერე უკვე თვითონ კათედრალის ეზოში.  იდეაში ეხლა ისეთი არაფერი რა, ნაშობა როგორც ასეთი არ დადიოდა, ან მე ვერ შევამჩნიე (ნუ ეგ თემა გამორიცხულია და ისევ არ დადიოდაას მივაწვეთ :D ). ძირითადად აქა-იქ თუ „ხორცი“ :D ჩანდა უმეტესად ამერიკელი თინეიჯერები თავის შორტებ-ტოპებით J დანარჩენისთვის ალბათ ძალიან რომანწიკული გარემო იყო. მერე ისევ ეიფელზე მოვბრუნდით განათებულზე.. კსტაწი,  მანდ ვიღაც ტიპი გაიჩთა, ვარდებს ყიდდა, გადამეკიდა უყიდეო, მეთქი თავი დამანებე, ეგეთი ზახოდები ვაბშე ჩვენი მოგონილია არ გვინდა ვსო. მოკლედ გავაგრძელეთ გზა დაგვეწია კაი ეს ჩემგან, არ გინდათ ყიდვაო, და ერთი ცალი მოტეხა და ლიკას აჩუქა, და გატრიალდა და მეთქი კაი ხო მოდი 2 ევროს ვაძლევ და ეს ცოტაა 4 უნდაო,  სულ სან ოფ ზე პუტა და მერდა ვეძახეთ 2 ხმაში :)) სადღაც ქუჩაზე მოდის "მამების" მაღაზიები გაეძრო, სამწუხაროდ გვიანი იყო, თორემ ვნახავდი ერთ-ორს ყველა ბრენდი იყო აბსოლიტურად რაღაც ფეშენ დისტრინქტ-ის პონტი იყო,  ამ დროს ურეკავს ჩემი და ლიკას, საქორწილოდ რამე კაბა ხომ არ მინახეო, და ეს აქედან პასუხობს, ეხლა დავიარეთ პარიზი და არაფერი არ იყო და ხვალ მილანში გადავლ და იქ ვნახავ რამესო :D ელაპარაკე ეხლა ამათ :)) მერე „ელისეევკაზე“ დავტასაობდით მთელი საღამო, პეჟოს ცენტრშიც ჩავყავი ცხვირი და მშვენიერი 206-ს ჰიბრიდი ავიტვისე, ისე მეტ პეჟოს ველოდი :( ქალაქში დაახლოებით ოპელის ვარიანტში იყო ჩვენთან, რაოდენობის მხრივ, დიდი უმრავლესობა არ ქონდა, თავისთავად რენოც უწევდა კონკურენციას. 


არადა ნახევარი არც გაუგიათ :(
 შუაღამეს ავედით სასტუმროში. ლიკას ნეკა თითი ქონდა ცერა თითზე დიდი და ქუსლი კოჭამდე გახეხილი :(  რა ვუშველოთ რაღაც დიდი ვალდირი ქონდა მეთქი უნდა გავჭრათ და ხვალისთვის უკეთ გექნება, ჩამოვედი, მოვიკითხე აფთიაქი სადაა თქო და გავაჭერი. 1 უბედური აფთიაქი მუშაობდა მგონი 24 საათიანი, მთელი საფრანგეთი მანდ იყო. ერთი ხუთი წუთი ველოდე მერე მივხვდი რომ 2-3 საათის ბაზარი იყო გამოვედი და პოლიტრა არაყი დავითრიე დეზინფექციითვის :)) სხვათაშორის უშველა, ის არაყი დაჟე ჩამოგვყვა თბილისში თუ თურქეთში გადავასხით მოკლედ ეგდო მთელი გზა.
მონმარტი...ჩემი ხედვით :)))
მეორე დღეს დილიდან მონმარტზე ავედით, ფუნიკულიორით, იქაც ბევრი ხალხი იყო, მერე ბაღში ვიბოდიალეთ ბევრი.  ვერსალი და დისნეი დავიტოვეთ შემდეგისითვის :))  ვეღარ ვასწრებდით და ეხლა მანდ საათზე ყურებით ვერ შეხვალ რა. მივასურათეთ ცოტა და საღამოს 5-სკენ დავაწექით სამხრეთ საფრანგეთისკენ.
იდეაში გზა 4-5 საათი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩქარა ვერ დავდიოდით და თან ვცდილობდით ეკომონიურად გვევლო, ნუ ნახევარ-ნახევარი გამოგვივიდა ეგ ყველაფერი. ძალიან ცუდი გზებია, ძალიან, ვსმისლე ავტობანი საკაიფოა, მაგრამ გარშემო არ ჩასნ არაფერი. მთელი ჩემი წარმოდგენითი სამყარო რომ პატარა ფრანგულს სოფლებს ვნახავდი და წისქვილებს აი კაზაკებში რომ იყო ბავშვობაში, ულვაშებიან ღიპიან ასტერიკსებს და ობელიქსებს დაიმსხვრა :( 6 საათი სწორ გზაზე მოვდიოდით მონოტონურად ერთი და იგივე კალონკები და ფასტფუდები. ერთი ვენახიც არ მინახავს, არადა წესით უნდა ყოფილიყო დიონის მიდამოებში L . იდეაში ჩვეულებრივ გზაზე ალბათ უფრო მეტს ვნახავდით მაგრამ დროში ვიჭედებოდით უკვე, შიდა გზები გადატვირთულია და ხშირად გიწევს გაჩერება. ისე როგორც მახსოვს პარიზამდე 15 და პარიზიდან მულჰეიმამდე 25 ევრო
ესეც ერთ-ერთი მეტროსადგური


გადავათხლიშე :(.   სადღაც 10-11 საათზე რომელიღაც კალოკაზე გავავსე, და მივადექით ერთ წყნარ ქალაქ მულჰეიმს თუ სწორად იკითხება. კსტაწი მერე აღმოვაჩინე რომ ეს მულჰეიმ-მულჰაუს- ბაზელი რაღაც საერთო ქალაქების პონტია რა, მემგონი ერთ აეროპორტს იყოფენ, ყოველ შემთხვევაში იქიდან შვეიცარიამდე გზაზე ყველა თვითმფრინავი ფაქტიურად თავზე დაგვაჯდა J).

ბაბულიკები მულჰეიემში :)
მულჰეიმში რაღაც ფერარის სასტუმროში უნდა მივსულიყავით სადაც გვიანი მისვლა მოსული პონტი იყო  ბუქინგის მიხედვით. როცა ადგილზე მივედით, აღმოჩნდა რომ ყველაფერი ავტომატიზირებულია და სულიერი, ადამიანი პერსონალიდან არავინ არაა. რაღაც ბანკომატივიტ როჟა დგას, შეავსებ ინფოს კარტით გადაიხდი და ჩამოგიგდებს გასაღებს. მაგით აღებ როგორც სასტუმროს ასევე ნომერს და ეგაა რა. საკმაოდ სიმპატიური ტიპი იყო, ფერარის აქსესუარებით და ფერებში გაწყობილი, ერთი ფ1-იც ეყენათ მისაღებში. მოკლედ დიდი შვეიცარული დღის წინ კარგი დასასვენებელი პონტი იყო. რატომ დავრჩით იქ და არა სადმე შვეიცარიაში? ველლ, საქმე ისაა რომ სასტუმროს ფასი, როგორც კი შვეიცარიის საზღვარს ფეხს გადაყოფ მინიმუმ ორმაგდება :( თან ცოტა ქალაქთან ახლოს (მაგ. ბაზელი ან ციურიხი ან ბერნი თუნდაც) საერთოდ სამმაგდება ან ოთხმაგდება. ასე რომ მარტივად ვიპოვეთ სასტუმრო საფრაგეთში 10 წუთის სავალზე საზღვრიდან და რაგაც 35 თუ 40 ევრო გადავიხადეთ და მეორე სასტუმრო ავიღეთ მილანში ეგეც შვეიცარიის საზღვრიდან ნახევარი საათის ბაზარი. იდეაში მეორე დღე მთლიანად შვეიცარიაში უდნა გავეტარებინა.

Sunday, September 15, 2013

ევროტური - გერმანია

დააგს, აი როდესმე ხომ უნდა დავწერო პირველი, რომ გახსნას, მაგრამ რათქმაუნდა, როგორც ყველაფერს ვერ ვაბამ დროულად თავს.
ეხლა როგორც იქნა დავახარისხე სურათები, მილიონებიდან ჩამოვიყვანე ათეულებამდე და ალბომში უბრალოდ მშრალად ჩაყრაც შემეცოდა.
მოკლედ დავიწყებ უბრალოდ და თუ მივაგენი ამ ბლოგსპოტზე რაიმე ნორმალურ გაფორმების გაჯეტებს ნელ-ნელა შევაპარებ.

ესე იგი, დილის 4 საათი, 10 ივნისი..

ყველაზე დიდი შეცდომა რაც პრინციპში არც მიფიქრია (ნუ ზოგადად რომ არაფერი ვთქვათ "საერთოდ რა მინდოდა" თემაზე) რომ იმავე დღეს წასვლა კატასტროფულად დამღლელი იქნებოდა,  ფაქტიურად 36 საათის უძინარი მივედით აეროპორტში.  პეგასუსის ბილეთები გვქონდა, თბილისი-საბიჰა-დუსელდორფი,  თვითმფრინავში სუუულ ბოლო ადგილები შეგვხვდა...არა ვერ გამიგეთ, აი ჯერ სტიუარდესა იჯდა და მერე ჩვენ - აი ეგეთი ბოლო :)).  დაძინებაზე ფიქრიც არ გამოდიოდა, საკაიფოდ აქანავებდა კუდს და საერთოდ დავასკვენი რომ რბილად რომ ვთქვათ ფრენა არ მსიამოვნებს და 2008-2010წლების ფრენებამდე ჭაღარაც არ მქონია :ბოლი:.  უგამოშტერესებული სახეებით ჩავედით თურქეთში,
    საბიჰა ვაბშე სხვანაირი მახსოვდა, მაგრამ ნუ ჯანდაბას, 20 ლარად ვიყიდეთ ყველაზე თხელი ბუტერბროდი რაც შეიძლება თეორიულად მოიჭრას პურზე და ყველზე და წავედი და სკამებზე დავიძინეთ, პრინციპში თ-რა ეხლა, დავიძინე :)). საერთოდ აღარ მიკვირდა შუა აეროპორტში ზურგჩანთაზე ჩაძინებული სასტავის,  არც გარშემომყოფები გაინტერესებს დიდად მაგ დროს. 4 საათიდან 1 მეძინა მგონი, სულ არარაობას ჯობდა.
შემდეგი რეისი საბიჰა-დუსელდორფში ბევრი არ გვიჯანჯღარია, მაგრამ მე რასაკვირველია თვალი ვერ მოვხუჭე, ლიკამ თავისი საძილე ბატარეები 30-30 წუთიანი თვლემებით დატენა.
აეროპორტიდან ნელა-ნელა გამოვიზლაზნეთ, გიორგის თვითმფრინავი მისი გათვლებით 2 საათის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჩვენდა სასიამოვნოდ და მისდა განსაცვიფრებლად, ბარგის განყოფილებაში შევხვდით ეულად ელოდა თავის ჩემოდნებს ფაქიზად გახვეულ პიჯაკით ხელში :)). მშვენიერი დასაწყისი იყო ჯერ-ჯერობით.
გოგოლი თავის ცხენთან ერთად :)) არადა ეტევა
აეროპორტიდან აახენში დავაწექით, ენით აუწერლად მეძინებოდა და ეს დღე კარგად არც ეხლა მახსოვს. საღამოს გიორგის ახლობლებთან გავედით სადღაც ბონთან ახლოს ფირმა აქვთ მანქანების და ვინც უნდა დამხმარებოდა მანქანის ყიდვაში. პირველივე ნახევარ საათში გაირკვა, რომ ჩემი არჩეული მანქანებიდან არცერთი არ იყო რეალური (ბოგ დაი ზნაკო კი არა და თავში მირტყა რაც ზნაკები იყო). ანუ თავიდან იქნებოდა მოსაძებნი. შევთანხმდით, რომ მეორე დღეს ჩავიდოდით კიოლნში და მოვძებნიდით რამეს.  თეორიულად ეს "რამე" ადვილი მოსაძებნი უნდა ყოფილიყო - მჭირდებოდა დიზელის პატარა მანქანა, თან ნებისმიერი ფირმის რაც კიდევ უფრო ამარტივებდა საქმეს რადგან ნახმარი ბმვ და მერსედესი გერმანიაში აღარ დატოვეს ქართველებმა.
არა არი რაღაც გერმანული ამაში
კი, აქაც :))
უკან დაიმედებული დავბრუნდით აახენში და გადავწყვიტეთ ქალაქი დაგვეთვალიერებინა.  დარჩენაზე, ჩესნა გავარია, სასტუმროს ვაპირებდით, მაგრამ ბოლო დღეებში ვერ მოვიცალე მოსაძებნად და "მერე" "ხვალ" მეთოდებით გადავდე "რომ ჩავალ ვიპოვი"-ზე, მაგრამ რეალურად იქ ისეთ მდგომარეობაში ჩავედით რომ ორი წუთით თავს რომ ვაჩერებდი სიზმრებს ვხედავდი უკვე :)) ასე რომ გიორგის თხოვნას (პრინციპშ უფრო მოტხოვნას) დავთანხმდით და მასთან დავრჩით. მოკლედ რომ ვთქვათ მის გარეშე ეს ტრიპი არ გამოვიდოდა და სავარაუდოდ 2 დღეში ისევ დუსელდორფის აეროპორტში ვიქნებოდით უკანა გზაზე :))
ლოს ბანდიტოს
არა ცოტა მეტი ეხლა ეხლა თვითონ ქალაქზე უნდა აღვწერო. მე პირადად ძალიან მომეწონა. პატარა სკუჩნი ქალაქია, ახალგაზრდული, მოძრავი, ტიპიური საუნივერსიტეტო დასახლება. ქალაქი ბელგია/ჰოლანდიის საზღვართან ახლოსაა და სავარაუდოდ იქაური მარიხუანის სურნელიც გადმოკრავს :)). რატომ არის სტუდენტური ქალაქი ასე წყნარი? მე პირადად ვფიქრობ რომ ეს ტექნიკური უნივერსიტეტის ბრალია. საერთოდ ინჟინრები ტვინს არ ვბურღავთ ხოლმე :)  ფაქტია რა ვქნა. ეს რომ რამე ამერიკული ტიპის კოლეჯის ან უნივერსიტეტის დასახლება იყოს დაიმხობენ თავზე.

 გიორგი იქ პატარა სუპერსტარია :) ყველას იცნობს და ყველა იცნობს ლამის :)) იმ დღეს მოგვატარა ყველაფერი და ვფიქრობ აახენზე გაცილებით მეტი იცის ვიდრე აბორიგენმა ნემცმა.  იმ დღევანდელი "მასალა" ტვინში ბოლომდე ვერ შევიდა, მაგრამ რაც სურათებს ვათვალიერებ ნელ-ნელა ვიხსენებ ხოლმე. საერთოდ ყოველთვის მეგონა რომ ძალიან სწრაფად დავდივარ, მაგრამ აღმოვაჩინე რომ იმდენად ჩამოვრჩები გიორგის რამდენადაც მე ვუსწრებ რომელიმე საშუალოსტატისტიკურ მოსეირნეს :)) ალბათ წარმოიდგენთ ლიკას მდგომარეობას :))) მაგრამ ბოლომდე გვდია და სადაც დაგვიჭერდა სურათებს გვიღებდა (კიდევ კარგი თორე მე ვატყობ უსურათოთ ჩამოვიდოდი საერთოდ)

მეორე დილით დავაწექით კიოლნში მატარებლით და იმედით რომ უკან მანქანით დავბრუნდებოდით. კიოლნში შოთა დაგვხვდა სადგურზე, ძალიან მაგარი ადამიანი რომელიც უცხო ხალხს გადაგვყვა 2 დღე!. და დავიწყეთ დიდ ბაზრობაზე სიარული.

გაწყდა!  გაწყდა!. მთელი გერმანია, პატარა მალალიტრაჟკა დიზელებით დადის, მაგრამ მე რომ დამჭირდა?  გაააწყდაააა!. ვერაფერი, საერთოდ ვერაფერი ვერ ვნახეთ. ჩემი გეგმები უკვე აქტიურად ირეოდა, იმ დღეს თუ არა მეორე დღეს მანქანა უნდა მყოლოდა. თან 6 საათზე გაიხურეს კარი ყველამ და დაამთავრეს მუშაობა. რა უნდა გვექნა?  რათქმაუნდა შევესიეთ კიოლნს :))

ჯასტ გრ8!
მთელი გზა იწუწუნა შოთამ ბავშვიც არ გამისეირნებია რამდენი წელია ფეხითო და...ორჯერ დავაკრუგინეთ მთელი კიოლნი :))).  ხალხმრავალი ქალაქია, ხმაურიანი, არასაჩემო,  ლიკამ ფოტოაპარატი და მაღაზიები ჩაიგდო ხელში, დამთავრდა შენი მაიმუნობა ამხანაგო ნამორაძე :))  როგორც იქნა 6 საათიან მატარებლამდე გამოვაგდე რომელიღაც ძონძეულობიდან. ჩამოშვებული ცხვირებით დავაწექით უკან აახენში.

დაგვწვავენ! :)))
იქ საღამოს გიორგიმ რაღაც საუნივერსიტეტო ფართიზე წაგვიყვანა, ადგილობრივი სტუდენტ ბენდები უკრავდნენ თუ მღეროდნენ. გერმანული რეპი - ეს არის ყველაზე ცუდი რამ რასაც შეიძლება გერმანიაში მოუსმინო :)))) eeew!  რაც შეეხება სტუდენტობას და განსაკუთრებით ნაშობას, ქერა ცისფერთვალება კლაუდიები არ დამხვდნენ :(. საერთოდ ძირითადად გერმანული ეთნოსი მშვენიერ ვიდზეა კისერს ქვემოთ, რავი მაინც და მაინც არ მევასა, თუმცა ცალკეული ინდივიდები რათქმაუნდა ყველგან და ყოველთვის გამოირჩეოდნენ.

თეისთედ ლაიკ....ბეერ!
მესამე დღეს, ლიკას დაბადბეის დღეს, როცა იდეაში სადმე ბელგიის სანაპიროზე რომანწიკულ გარემოში სანთლებით უნდა აღგვენიშნა, დილიდან გამწარებული მანქანას ვეძებდით :)) რაღაც ვარიანტები ვნახეთ აახენშივე, მაგრამ გამყიდველი ქართველ ბარინგაზე უარესი ტიპი გაიჩითა, მანქანა არც დადიოდა. ტყუილად ჩამოვიყვანეთ შოთა ისევ, თუმცა ამჯერად სტროგად გვითხრა ერთ-ერთი გოლფის ვარიანტი იყიდეთ და თავი დამანებეთო :))) ყველაზე რეალური და მუშა ისევ ეგ ჩანდა, დავაწექით ისევ კიოლნში და მივედით მანქანასთან. შემოწმების არანაირი ვარიანტი არა იყო უბრალოდ დავქოქეთ, მუშაობდა და ვსო! ბირიომ!  იასნა იმ დღესვე გაფორმება არ მოხერხდა, კიოლნის გამაფორმებელი ზავედენია მაინც და მაინც იმ დღეს ამტავრებდა მუშაობას ძალიან ადრე. დიდის ამბით მივუტანე ლიკას გასაღები, ნახე დაბ დღეზე მანქანა გაჩუქე პროსტა ხვალამდე ვერ წავიყვანთ მეთქი. არა მაინც რატომ აღიქვავთ ქალები ასე მტკივნეულად ამ დაბ დღეებს და თარიღებს ვაბშე  :)))) არაფერს არ ვანამიოკებ უბრალოდ ატ დუში :)))
2ხ კინო!  აბა?!

უკან წასვლას აზრი აღარ ქონდა და გადავწყვიტეთ დავრჩენილიყავით. სადღაც შევარჩიე სასტუმრო და მივადექით. უნიკალურ ადგილას იყო - -გეი სექს შოპების და მასაჟ სალონების ქუჩაზე :)))  გაცნობის ცენტრები და ფსიქოლოიური დახმარების ცენტრები და სექს შოპების მთელი არსენალი :)))  სასტუმროში უარი გვითხრეს (ალბათ ლიკა არ ევასათ :))) )  პრინციპში დიდად არ მწყენია, ფაქტიურად გამიხარდა კიდეც :))) დავაწქით შემდეგ ვარიანტზე და მშვენიერი ნომერიც ვიშოვეთ. საღამოს ლიკას დაბ დღე უნდა აღგვენიშნა - თან გერმანული ლუდი რომ არ გამესინჯა ისე საზღვარზე ფეხს ვერ გადმოვდგავდი.

დილას მივაკიტხეთ ისევ მანქანას. ავიღეთ ნომრები. გავაფორმეთ. წამოვყვანეთ. ამ თითოეულ სიტყვაში იგულისხმეთ 2-2 საათიანი ტვინის ბურღვები. საბოლოოდ როგორც იქნა პირველად გამოვედი გერმანულ გზებზე უკვე ჩემი მანქანით.  ისე, ზოგადად ტკბილი მოგონებების და ჩათლახური ჩანაფიქრებს შორის 1 ჯიპიესის სადღეგრძელოც უნდა ჩაემატოს, გადასახედია ეგ სია რა :)).  მანქანის აღწერაზე საფრანგეთის თემაში მერე..ნელ-ნელა...ყველაფერს... :)). ამ წუთას კი ჯიპიესი და ავტობანი და თქეში წვიმა, თავიდან ბონში წავედით, პლატცზე, საბურავები დავტოვე რაც მოყვა. შემდეგ გავარკვიეთ რომ ზეთის შეცვლის პუნქტი დუსელდორფში იყო, ანუ 100 კმით შორს კიოლნიდან, და მერ ეუკან ისევ აახენში კიოლნის გავლით. 5 საათია არადა. სასწრაფოდ გავარდით დუსელდორფში. მივასწარით. უცნაური ზეთის გამოცვლის პიტ ბოქსებია - შედიხარ, მანქანიდან არ გიშვენებ (მაინც გადმოვედი, ვერ არიან ეგენი :)) ), კამერებით განახებენ რას აკეთებენ და წინ ჩეკ-ლისტია, ზეთის ფილტრის მოხსნა...ოკ, ზეტს შეცვლა...ოკ,  დამშვიდობება...ოკ და ვსო. შევცვალე ყველაფერი, დაახლოებით თბილისის ფასები იყო...ევროებში  :)) . ვსო ცოტა მშვიდად ვარ, ეხლა შეგვიძლია გამოვეთხოვოთ გიორგის და დავახვიოთ პარიზში.  აახენში უკვე 8 ხდებოდა რომ ჩავედით, მერე მარკეტი მოვიარეთ და დავაწექით 3-4 საათიან გზას.


საფრანგეთის საზღვართან მოვრჩები ამ პოსტს და საფრანგეთზე გავაგრძელებ მერე :)) აქაც გადავავლებ ხვალ თვალს და ჩავასწორებ, ბევრი შეცდომა იქნება ვატყობ, ამ ბოლო დროს სიტყვებში სიმბოლოებს ვურევ ბეჭდვისას, მაგალითად უნდა-ს უდნა-თი ვწერ უკვე მუდმივად :( მერხევა, ტოლსტოი მოკვდა, ტვენი მოკვდა და მეც დამეწყო აგერ უკვე :)))