Sunday, September 15, 2013

ევროტური - გერმანია

დააგს, აი როდესმე ხომ უნდა დავწერო პირველი, რომ გახსნას, მაგრამ რათქმაუნდა, როგორც ყველაფერს ვერ ვაბამ დროულად თავს.
ეხლა როგორც იქნა დავახარისხე სურათები, მილიონებიდან ჩამოვიყვანე ათეულებამდე და ალბომში უბრალოდ მშრალად ჩაყრაც შემეცოდა.
მოკლედ დავიწყებ უბრალოდ და თუ მივაგენი ამ ბლოგსპოტზე რაიმე ნორმალურ გაფორმების გაჯეტებს ნელ-ნელა შევაპარებ.

ესე იგი, დილის 4 საათი, 10 ივნისი..

ყველაზე დიდი შეცდომა რაც პრინციპში არც მიფიქრია (ნუ ზოგადად რომ არაფერი ვთქვათ "საერთოდ რა მინდოდა" თემაზე) რომ იმავე დღეს წასვლა კატასტროფულად დამღლელი იქნებოდა,  ფაქტიურად 36 საათის უძინარი მივედით აეროპორტში.  პეგასუსის ბილეთები გვქონდა, თბილისი-საბიჰა-დუსელდორფი,  თვითმფრინავში სუუულ ბოლო ადგილები შეგვხვდა...არა ვერ გამიგეთ, აი ჯერ სტიუარდესა იჯდა და მერე ჩვენ - აი ეგეთი ბოლო :)).  დაძინებაზე ფიქრიც არ გამოდიოდა, საკაიფოდ აქანავებდა კუდს და საერთოდ დავასკვენი რომ რბილად რომ ვთქვათ ფრენა არ მსიამოვნებს და 2008-2010წლების ფრენებამდე ჭაღარაც არ მქონია :ბოლი:.  უგამოშტერესებული სახეებით ჩავედით თურქეთში,
    საბიჰა ვაბშე სხვანაირი მახსოვდა, მაგრამ ნუ ჯანდაბას, 20 ლარად ვიყიდეთ ყველაზე თხელი ბუტერბროდი რაც შეიძლება თეორიულად მოიჭრას პურზე და ყველზე და წავედი და სკამებზე დავიძინეთ, პრინციპში თ-რა ეხლა, დავიძინე :)). საერთოდ აღარ მიკვირდა შუა აეროპორტში ზურგჩანთაზე ჩაძინებული სასტავის,  არც გარშემომყოფები გაინტერესებს დიდად მაგ დროს. 4 საათიდან 1 მეძინა მგონი, სულ არარაობას ჯობდა.
შემდეგი რეისი საბიჰა-დუსელდორფში ბევრი არ გვიჯანჯღარია, მაგრამ მე რასაკვირველია თვალი ვერ მოვხუჭე, ლიკამ თავისი საძილე ბატარეები 30-30 წუთიანი თვლემებით დატენა.
აეროპორტიდან ნელა-ნელა გამოვიზლაზნეთ, გიორგის თვითმფრინავი მისი გათვლებით 2 საათის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჩვენდა სასიამოვნოდ და მისდა განსაცვიფრებლად, ბარგის განყოფილებაში შევხვდით ეულად ელოდა თავის ჩემოდნებს ფაქიზად გახვეულ პიჯაკით ხელში :)). მშვენიერი დასაწყისი იყო ჯერ-ჯერობით.
გოგოლი თავის ცხენთან ერთად :)) არადა ეტევა
აეროპორტიდან აახენში დავაწექით, ენით აუწერლად მეძინებოდა და ეს დღე კარგად არც ეხლა მახსოვს. საღამოს გიორგის ახლობლებთან გავედით სადღაც ბონთან ახლოს ფირმა აქვთ მანქანების და ვინც უნდა დამხმარებოდა მანქანის ყიდვაში. პირველივე ნახევარ საათში გაირკვა, რომ ჩემი არჩეული მანქანებიდან არცერთი არ იყო რეალური (ბოგ დაი ზნაკო კი არა და თავში მირტყა რაც ზნაკები იყო). ანუ თავიდან იქნებოდა მოსაძებნი. შევთანხმდით, რომ მეორე დღეს ჩავიდოდით კიოლნში და მოვძებნიდით რამეს.  თეორიულად ეს "რამე" ადვილი მოსაძებნი უნდა ყოფილიყო - მჭირდებოდა დიზელის პატარა მანქანა, თან ნებისმიერი ფირმის რაც კიდევ უფრო ამარტივებდა საქმეს რადგან ნახმარი ბმვ და მერსედესი გერმანიაში აღარ დატოვეს ქართველებმა.
არა არი რაღაც გერმანული ამაში
კი, აქაც :))
უკან დაიმედებული დავბრუნდით აახენში და გადავწყვიტეთ ქალაქი დაგვეთვალიერებინა.  დარჩენაზე, ჩესნა გავარია, სასტუმროს ვაპირებდით, მაგრამ ბოლო დღეებში ვერ მოვიცალე მოსაძებნად და "მერე" "ხვალ" მეთოდებით გადავდე "რომ ჩავალ ვიპოვი"-ზე, მაგრამ რეალურად იქ ისეთ მდგომარეობაში ჩავედით რომ ორი წუთით თავს რომ ვაჩერებდი სიზმრებს ვხედავდი უკვე :)) ასე რომ გიორგის თხოვნას (პრინციპშ უფრო მოტხოვნას) დავთანხმდით და მასთან დავრჩით. მოკლედ რომ ვთქვათ მის გარეშე ეს ტრიპი არ გამოვიდოდა და სავარაუდოდ 2 დღეში ისევ დუსელდორფის აეროპორტში ვიქნებოდით უკანა გზაზე :))
ლოს ბანდიტოს
არა ცოტა მეტი ეხლა ეხლა თვითონ ქალაქზე უნდა აღვწერო. მე პირადად ძალიან მომეწონა. პატარა სკუჩნი ქალაქია, ახალგაზრდული, მოძრავი, ტიპიური საუნივერსიტეტო დასახლება. ქალაქი ბელგია/ჰოლანდიის საზღვართან ახლოსაა და სავარაუდოდ იქაური მარიხუანის სურნელიც გადმოკრავს :)). რატომ არის სტუდენტური ქალაქი ასე წყნარი? მე პირადად ვფიქრობ რომ ეს ტექნიკური უნივერსიტეტის ბრალია. საერთოდ ინჟინრები ტვინს არ ვბურღავთ ხოლმე :)  ფაქტია რა ვქნა. ეს რომ რამე ამერიკული ტიპის კოლეჯის ან უნივერსიტეტის დასახლება იყოს დაიმხობენ თავზე.

 გიორგი იქ პატარა სუპერსტარია :) ყველას იცნობს და ყველა იცნობს ლამის :)) იმ დღეს მოგვატარა ყველაფერი და ვფიქრობ აახენზე გაცილებით მეტი იცის ვიდრე აბორიგენმა ნემცმა.  იმ დღევანდელი "მასალა" ტვინში ბოლომდე ვერ შევიდა, მაგრამ რაც სურათებს ვათვალიერებ ნელ-ნელა ვიხსენებ ხოლმე. საერთოდ ყოველთვის მეგონა რომ ძალიან სწრაფად დავდივარ, მაგრამ აღმოვაჩინე რომ იმდენად ჩამოვრჩები გიორგის რამდენადაც მე ვუსწრებ რომელიმე საშუალოსტატისტიკურ მოსეირნეს :)) ალბათ წარმოიდგენთ ლიკას მდგომარეობას :))) მაგრამ ბოლომდე გვდია და სადაც დაგვიჭერდა სურათებს გვიღებდა (კიდევ კარგი თორე მე ვატყობ უსურათოთ ჩამოვიდოდი საერთოდ)

მეორე დილით დავაწექით კიოლნში მატარებლით და იმედით რომ უკან მანქანით დავბრუნდებოდით. კიოლნში შოთა დაგვხვდა სადგურზე, ძალიან მაგარი ადამიანი რომელიც უცხო ხალხს გადაგვყვა 2 დღე!. და დავიწყეთ დიდ ბაზრობაზე სიარული.

გაწყდა!  გაწყდა!. მთელი გერმანია, პატარა მალალიტრაჟკა დიზელებით დადის, მაგრამ მე რომ დამჭირდა?  გაააწყდაააა!. ვერაფერი, საერთოდ ვერაფერი ვერ ვნახეთ. ჩემი გეგმები უკვე აქტიურად ირეოდა, იმ დღეს თუ არა მეორე დღეს მანქანა უნდა მყოლოდა. თან 6 საათზე გაიხურეს კარი ყველამ და დაამთავრეს მუშაობა. რა უნდა გვექნა?  რათქმაუნდა შევესიეთ კიოლნს :))

ჯასტ გრ8!
მთელი გზა იწუწუნა შოთამ ბავშვიც არ გამისეირნებია რამდენი წელია ფეხითო და...ორჯერ დავაკრუგინეთ მთელი კიოლნი :))).  ხალხმრავალი ქალაქია, ხმაურიანი, არასაჩემო,  ლიკამ ფოტოაპარატი და მაღაზიები ჩაიგდო ხელში, დამთავრდა შენი მაიმუნობა ამხანაგო ნამორაძე :))  როგორც იქნა 6 საათიან მატარებლამდე გამოვაგდე რომელიღაც ძონძეულობიდან. ჩამოშვებული ცხვირებით დავაწექით უკან აახენში.

დაგვწვავენ! :)))
იქ საღამოს გიორგიმ რაღაც საუნივერსიტეტო ფართიზე წაგვიყვანა, ადგილობრივი სტუდენტ ბენდები უკრავდნენ თუ მღეროდნენ. გერმანული რეპი - ეს არის ყველაზე ცუდი რამ რასაც შეიძლება გერმანიაში მოუსმინო :)))) eeew!  რაც შეეხება სტუდენტობას და განსაკუთრებით ნაშობას, ქერა ცისფერთვალება კლაუდიები არ დამხვდნენ :(. საერთოდ ძირითადად გერმანული ეთნოსი მშვენიერ ვიდზეა კისერს ქვემოთ, რავი მაინც და მაინც არ მევასა, თუმცა ცალკეული ინდივიდები რათქმაუნდა ყველგან და ყოველთვის გამოირჩეოდნენ.

თეისთედ ლაიკ....ბეერ!
მესამე დღეს, ლიკას დაბადბეის დღეს, როცა იდეაში სადმე ბელგიის სანაპიროზე რომანწიკულ გარემოში სანთლებით უნდა აღგვენიშნა, დილიდან გამწარებული მანქანას ვეძებდით :)) რაღაც ვარიანტები ვნახეთ აახენშივე, მაგრამ გამყიდველი ქართველ ბარინგაზე უარესი ტიპი გაიჩითა, მანქანა არც დადიოდა. ტყუილად ჩამოვიყვანეთ შოთა ისევ, თუმცა ამჯერად სტროგად გვითხრა ერთ-ერთი გოლფის ვარიანტი იყიდეთ და თავი დამანებეთო :))) ყველაზე რეალური და მუშა ისევ ეგ ჩანდა, დავაწექით ისევ კიოლნში და მივედით მანქანასთან. შემოწმების არანაირი ვარიანტი არა იყო უბრალოდ დავქოქეთ, მუშაობდა და ვსო! ბირიომ!  იასნა იმ დღესვე გაფორმება არ მოხერხდა, კიოლნის გამაფორმებელი ზავედენია მაინც და მაინც იმ დღეს ამტავრებდა მუშაობას ძალიან ადრე. დიდის ამბით მივუტანე ლიკას გასაღები, ნახე დაბ დღეზე მანქანა გაჩუქე პროსტა ხვალამდე ვერ წავიყვანთ მეთქი. არა მაინც რატომ აღიქვავთ ქალები ასე მტკივნეულად ამ დაბ დღეებს და თარიღებს ვაბშე  :)))) არაფერს არ ვანამიოკებ უბრალოდ ატ დუში :)))
2ხ კინო!  აბა?!

უკან წასვლას აზრი აღარ ქონდა და გადავწყვიტეთ დავრჩენილიყავით. სადღაც შევარჩიე სასტუმრო და მივადექით. უნიკალურ ადგილას იყო - -გეი სექს შოპების და მასაჟ სალონების ქუჩაზე :)))  გაცნობის ცენტრები და ფსიქოლოიური დახმარების ცენტრები და სექს შოპების მთელი არსენალი :)))  სასტუმროში უარი გვითხრეს (ალბათ ლიკა არ ევასათ :))) )  პრინციპში დიდად არ მწყენია, ფაქტიურად გამიხარდა კიდეც :))) დავაწქით შემდეგ ვარიანტზე და მშვენიერი ნომერიც ვიშოვეთ. საღამოს ლიკას დაბ დღე უნდა აღგვენიშნა - თან გერმანული ლუდი რომ არ გამესინჯა ისე საზღვარზე ფეხს ვერ გადმოვდგავდი.

დილას მივაკიტხეთ ისევ მანქანას. ავიღეთ ნომრები. გავაფორმეთ. წამოვყვანეთ. ამ თითოეულ სიტყვაში იგულისხმეთ 2-2 საათიანი ტვინის ბურღვები. საბოლოოდ როგორც იქნა პირველად გამოვედი გერმანულ გზებზე უკვე ჩემი მანქანით.  ისე, ზოგადად ტკბილი მოგონებების და ჩათლახური ჩანაფიქრებს შორის 1 ჯიპიესის სადღეგრძელოც უნდა ჩაემატოს, გადასახედია ეგ სია რა :)).  მანქანის აღწერაზე საფრანგეთის თემაში მერე..ნელ-ნელა...ყველაფერს... :)). ამ წუთას კი ჯიპიესი და ავტობანი და თქეში წვიმა, თავიდან ბონში წავედით, პლატცზე, საბურავები დავტოვე რაც მოყვა. შემდეგ გავარკვიეთ რომ ზეთის შეცვლის პუნქტი დუსელდორფში იყო, ანუ 100 კმით შორს კიოლნიდან, და მერ ეუკან ისევ აახენში კიოლნის გავლით. 5 საათია არადა. სასწრაფოდ გავარდით დუსელდორფში. მივასწარით. უცნაური ზეთის გამოცვლის პიტ ბოქსებია - შედიხარ, მანქანიდან არ გიშვენებ (მაინც გადმოვედი, ვერ არიან ეგენი :)) ), კამერებით განახებენ რას აკეთებენ და წინ ჩეკ-ლისტია, ზეთის ფილტრის მოხსნა...ოკ, ზეტს შეცვლა...ოკ,  დამშვიდობება...ოკ და ვსო. შევცვალე ყველაფერი, დაახლოებით თბილისის ფასები იყო...ევროებში  :)) . ვსო ცოტა მშვიდად ვარ, ეხლა შეგვიძლია გამოვეთხოვოთ გიორგის და დავახვიოთ პარიზში.  აახენში უკვე 8 ხდებოდა რომ ჩავედით, მერე მარკეტი მოვიარეთ და დავაწექით 3-4 საათიან გზას.


საფრანგეთის საზღვართან მოვრჩები ამ პოსტს და საფრანგეთზე გავაგრძელებ მერე :)) აქაც გადავავლებ ხვალ თვალს და ჩავასწორებ, ბევრი შეცდომა იქნება ვატყობ, ამ ბოლო დროს სიტყვებში სიმბოლოებს ვურევ ბეჭდვისას, მაგალითად უნდა-ს უდნა-თი ვწერ უკვე მუდმივად :( მერხევა, ტოლსტოი მოკვდა, ტვენი მოკვდა და მეც დამეწყო აგერ უკვე :)))